არაბული, მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, შონია... ვაისმა ფეხბურთელთა გამოძახება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ორი ამხანაგური მატჩისთვის გუნდში ფეხბურთელების გამოძახება უკვე დაიწყო.

ბათუმის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, ვაისმა ნაკრებში 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თეიმურაზ შონია გამოიძახა.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ნაკრებში გამოძახებულნი არიან "სამტრედიის" მეკარე ომარ მიგინეიშვილი, მცველი ლაშა შერგელაშვილი და ფორვარდი ბაჩანა არაბულიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში, დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 23 იანვარს ჩვენი ნაკრები უზბეკეთის, ხოლო 25-ში იორდანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ შემადგენლობაში აარ იქენბა რადგან მხოლოდ ახალგაზრდები და ადგილობრივი ფეხბურთეელბი იქენბიან, აი ოფიციალური მათცებისთვის კი სავარქაუდოდ ისევ გამოიძახებენ ((
dato
15:47 06-01-2017
0
აუ ოღონდ უჩა ლობჟანიძე არ იყოს და რაც უნდათ ის უქნიათ, ეგ მგონი მასონია და კრიშავენ თორე სხვა მიზეზი არ მესმის რატომ უნდა გამოიძახო, ნებისმიერი მარჯვენა მცველი სჯობს ჩვენი ჩემპიონატიდან მაგას
ღმერთო გთხოვ !
13:42 06-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული