ბათუმის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, ვაისმა ნაკრებში 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თეიმურაზ შონია გამოიძახა.
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ნაკრებში გამოძახებულნი არიან "სამტრედიის" მეკარე ომარ მიგინეიშვილი, მცველი ლაშა შერგელაშვილი და ფორვარდი ბაჩანა არაბულიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში, დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 23 იანვარს ჩვენი ნაკრები უზბეკეთის, ხოლო 25-ში იორდანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.