საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ლატვიის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან.
საქართველოსა და ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს გაიმართება. ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე", მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ქართველი ფეხბურთელები უზბეკეთს დაუპირისპირდებიან, 25 იანვარს კი ჩვენი გუნდი იორდანიის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე ამხანაგური მატჩი დუბაიში გაიმართება.
მომზადებულია