საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ამჯერად თბილისში ჩაატარებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე წელს მესამე ამხანაგური მატჩი თბილისში დაგეგმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ლატვიის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს გაიმართება. ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე", მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ქართველი ფეხბურთელები უზბეკეთს დაუპირისპირდებიან, 25 იანვარს კი ჩვენი გუნდი იორდანიის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე ამხანაგური მატჩი დუბაიში გაიმართება.

მომზადებულია
gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
და ლატვიელებს არ ეკითხები შეეძლო თუარა მანამდე თამაში შენთან ეს დალოცვილი ხოუნდა შეხედო მედლის მეორე მხარესაც და კიდე რა შუაშია ზესტაფონი და ნაკრები ერთმანეთთან ან კობის სინდისი.ისე ეს ის ლატვია ხოარაა ერთიმეორეზე რო დააგდო ბეჭებზე საბერძნეთი და ნორვეგია პლეიოფში მოუგო თურქებს და ფრე ეთამაშა ევროპაზე გერმანიას.ხო კიდე ორჯერ მოგიგო სახლში და გასვლაზე ოფიციალური თამაში.
qutaiseli
09:35 21-01-2017
0
24 და 28-აა უაფას გამოყოფილი კალენდარული დღეები და თან 28-ში არც ლატვიას აქვს ოფიციალური თამაში და არც ჩვენ. და აბა როდის უნდა მოხერხებულიყო ამთამაშის ჩატარება? თუ კიდევ არაკალენდარულ დღეს უნდა ჩაეტარებინათ ეს თამაში მესამე შემადგენლობით?
romandro
14:22 21-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული