საქართველოს ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
25 იანვარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 45-ე წუთზე ჰამზა ალ-დარდური გახდა.

ვლადიმირ ვაისმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ომარ მიგინეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, დავით ხოჭოლავა, უჩა ლობჟანიძე, ლაშა შერგელაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, თეიმურაზ შონია, საბა ლობჟანიძე, ბექა ტუღუში, ვლადიმერ დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.

სათადარიგოები: როინ კვასხვაძე, ოთო გოშაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ქიმაძე, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, ბაჩანა არაბული, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოსთვის დუბაიში მეორე ამხანაგური მატჩია.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს (2:2) დაუზავდა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფეხბურთს სახელმწიფოსაგან ისევ აქვს დაფინანსება?სირცხვილია ხალხო,სანამ საკუთარი ოფლით არ იშოვნიან ფულს სულ ასე იქნება და ხალხმა რა დააშავა,რატო უშლით ნერვებს.გადაუნაწილეთ ეგ ფული სპორტის სხვა სახეობებს და პენსიონერებს.
თეიმურაზი
26 იანვარი 2017 14:20
0
ევროპის ჭ კლასის გუნდებში აუტის მომწოდებელი ფეხბურთელები ფედერაციის პრეზიდენტებად და პარლამენტში და მთავრობაში რომ გვეყოლებიან იმისი ბრალია.შატალოზე ქუჩის ფეხბურთის მეტი არაფერი უსწავლიათ და სახელმწიფოს მართვაში რისი გამკეთებლები არიან კი გვეტყობა.
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს
26 იანვარი 2017 11:23
0
ალი მურზა ტრულაილამ ჩააწოდა და ჰამზა ალი დარი-დურიმ გაგვიტანა მოგების გოლი. ამის მერე კიდევ იძახით რომ ქართული ფეხბურთი ცოცხალია. მთელი ფედერაცია და ნაკრები გასაშვებია. ტყუილა ფლანგავენ მათზე გაცემულ თანხებს.
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს
26 იანვარი 2017 11:18
0
მართლა რა უნამუსობაა ბოლო-ბოლო ?! 9 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა იორდანიამ. რაზე გვაქვს პრეტენზია? ფიფამ 48 გუნდი კი არა 148 გუნდი რო გაიყვანოს მუნდიალზე, ჩვენი ადგილი არც იქ არაა! სირცხვილი... მეზარებით უკვე რა!
ქომაგი
26 იანვარი 2017 10:58
0
რა იყოთ რას აყაყანდით ჩვენები თუ მატცხდებიან მხოლოდ გირსეულად მარცხდებიან ვინ მოიგონა ეგ სიტყვა მე იმისი, ფეხბურთელი რომელიც ფეხით თამაშობს ვერასდროს მოიგებს გულით უნდა ითამაშოთ გულით
mumu
26 იანვარი 2017 08:32
0
საქარტველოს ბომბარდირობა ევროპასჰი არაფერს ნისჰნავს ზიბზიბ და რა დეჰქარება ვერ ხედავტ რო კუდ მოგუნულები უკან რო ბრუნდებიან სჰეჰჰაირი ზარმაცები,კი ბმვ ფულს ისჰოვი ბაზარი არაა და იქ დაამტავრებს ყველა ვინც ჰქარობს,
bajo
26 იანვარი 2017 00:40
0
გაიგეთ ხალხო ნაკრების ფორმა ფეხბურთელს ვერ გაგხდის ვერა და რაგინდათ რომ აწვალებთ ამ ძალით ფეხბურთელებს
dinamo
26 იანვარი 2017 00:39
0
ქვენ ხართ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა კრებული? ბიჭებო, მე და ჩემნაირებს ხელფასს გვაჭრიან თქვენ რომ ხელფასი გადაგიხადონ და უბრალოდ სირცხვილია, რაში გიხდით მაყუთს? თქვენში ფულის ყრას არ ჯობია მთავრობამ პენსიონერებს გაუზარდოს პენსიები? გრცხვენოდეთ, დაანებეთ ფეხბურთს თავი და წადით სოკო კრიფეთ, თქვენ მაინც ვერ მიაღწევთ ვერაფერს.
Goga
25 იანვარი 2017 23:43
0
სხვა შედეგი გამიკვირდებოდა
eeeex
25 იანვარი 2017 23:26
0
გიორგი მაკარიძე ფიფამ ნაკრებში შეიკვანა ამ კვირის
mmmm
25 იანვარი 2017 21:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული