საბა კვირკველია: ახლა იმაზე უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე წინა თამაშებში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 23 მარტს, სერბეთთან თამაშამდე 1 დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველიაც დაესწრო.

"უელსთან და მოლდოვასთან დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ვეცდებით, ეს ყველაფერი ხვალ გამოვასწოროთ. ამიტომ მოედანზე მოსაგებად გამოვალთ.

ახლა ისე ჩამოვედი ნაკრებში, რომ სათამაშო პრაქტიკა მაქვს და როცა პრაქტიკა გაქვს, შენს სათამაშო ფორმაში დარწმუნებული ხარ. ვფიქრობ, ის პრაქტიკა, რომელიც "ლოკომოტივში" ბოლო ოთხ მატჩში მივიღე, ხვალ ძალიან გამომადგება. ახლა იმაზე უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე
წინა თამაშებში", - თქვა კვირკველიამ.

- "სერბეთთან მატჩისთვის ორი სქემა დავამუშავეთ, სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ!"
- ვლადიმირ ვაისი გიორგი მერებაშვილზე: ექსპერიმენტების დრო არ მაქვს
- 23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული