- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]
"ჩემი აზრით, გამოცდილება დღეს ძალიან დაგვაკლდა, რადგან ვართ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ქვეყნის მთავარ გუნდში მაქსიმუმ ხუთი მატჩი თუ გვაქვს ჩატარებული. დროდადრო მოვა გამოცდილება და ის შედეგსაც მოიტანს.
დამეთანხმებით, რომ თამაშის ხარისხი არ იყო ცუდი. პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მეორე მთლად ისეთი ვეღარ იყო, როგორიც პირველი, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას,
ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე და მართლაც საოცარი გრძნობა იყო. ხუთი წუთი შოკში ვიყავი, ვერ ვიაზრებდი, მოედანზე რა ხდებოდა, მაგრამ დავლაგდი და გავაგრძელე ჩემი თამაში", - თქვა კაჭარავამ.