სფფ ადასტურებს: ივნისში საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩში სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მატჩი საქართველოში გაიმართება, თუმცა რომელ ქალაქში და რომელ სტადიონზე, ჯერჯერობით უცნობია.

სენტ კიტსი და ნევისი სახელმწიფოა კარიბის ზღვაში, რომელიც ორი მთავარი კუნძულისგან შედგება. მოსახლეობა სულ რაღაც 50 ათასი ადამიანია. ამის მიუხედავად, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები საქართველოზე (126) გაცილებით წინაა რეიტინგში - 73-ე ადგილზეა.

ასე რომ, 7 ივნისს საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და
ნევისის გუნდს დაუპირისპირდება, შემდეგ კი მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც 11 ივნისს ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მგონი სფფ სპეციალურად პოულობენ ამ უსუსურ ნაკრებებს მერე იტყვიან რა გინდათ გუნდი კაი გზაზე აო დდდ. ჯერ ლატვია რა იყო ფარერებმა მოუგო დ
ჰუიო
30 მარტი 2017 04:15
0
ეს 2 სათაური რაღა უბედურებაა
მამუკა
30 მარტი 2017 01:57
0
ეს ქვეყანა თუ ვინმეს გაქვთ გაგონილი?მაგათი ფეხბურთი რა იქნება?ნორმალური გუნდი ვერ ნახეს.დაგვცინის ფედერაცია თუ რა არის არ მესმის.სირცხვილია ბოლოს და ბოლოს.
niko
30 მარტი 2017 01:50
0
ჯობია ესეთ გუნდებთან თამაში რეიტინგში მაინც წავალთ წინ სხვანაირად არაფერი გვეშველება
Lova
30 მარტი 2017 01:07
0
და რას მისცემს ასეთ გუნდთან სპარინგი?ალბათ სხვებისთვის ჩვენც მაგათ პონტში გავდივართ და ამიტომ უმეტესობა არ გვეთამაშება
კახა ქირია
30 მარტი 2017 01:03
0
ვინო??? თუ პირველ თამაშს ატარებენ კი იქნებიან ჩვენზე წინ - ნულოვანი შეფარდება ექნებათ მოგება-წაგების და არა უარყოფითი ჩვენსავით. მაგათთან თამაშს ჩვენი ჩემპიონატის 1 ლიგის ნაკრებს ან საერთოდ მოყვარულებისგან შემდგარ გუნდს რომ შევხვდეთ არ ჯობია?
ლევანი
30 მარტი 2017 00:29
0
ვატიკანთან როდის არის შეხვედრა დაწერეთ რა)))
გოჩა
30 მარტი 2017 00:26
0
და ცუდი რა არის ამ თამაშში? რეიტინგში ქულების დაგროვების მშვენიერი შანსია. 126-ე რომ ხარ არც არავის უნდა შენთან თამაში, ვინც გვკადრულობს იმას ვეთამაშოთ ჯერ და დავამტკიცოთ რომ მეტი შეგვიძლია... 50 საფეხურით ზევითაა და კიდევ ჩვენ უნდა ვიუკადრისოთ?
ზვიადი
30 მარტი 2017 00:10
0
ქუთაისში ჩაატარეთ ერთი თამაში რა იქნება.. რა უბედურებაა სულ თბილისი თბილისი. ამოვიდა ყელში უკვე. #ნაკრებისთამაშიქუთაისში
qutaisi
30 მარტი 2017 00:01
0
ბურკინა ფასოს როდის ვეთამაშებით,პაპუა ახალი გვინეა დაგვაჯახეთ მერე
ჟორა
29 მარტი 2017 23:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული