"სამტრედიას" ფანკლუბ "მტრედების" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქალაქის გამგეობა უარს ამბობს გასვლით თამაშებზე დააფინანსოს საქართველოში საუკეთსო (უხუცესი გულშემატკივრების) ტრანსპორტირება, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენ და "სამტრედიის" მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები!!!
აქვე გვინდა, განმარტება გავაკეთოთ: აქ ლაპარაკი არ არის ჩვენზე, ანუ ფან კლუბზე. "მტრედებს" ყოველ გასვლაზე გვეხმარება გუნდი და მისი პრეზიდენტი! ლაპარაკი გვაქვს იმ ისტორიულ გულშემატკივრებზე,
სხვა დიდ ქალაქებში ეხვეწებიან გულშემატკივრებს, რომ სტადიონზე მივიდნენ. სამტრედიაში პირიქითაა! მაგალითად, ქობულეთში უამრავ ადამიანს უნდოდა წამოსვლა. დილის 9 საათიდან გამოვიდა ქალაქში იმის იმედით, რომ წავიდოდა თამაშზე მაგრამ... ვისაც 2 კაპიკი ჰქონდა ჯიბეში, ისინი წავიდნენ, ვისაც არადა - გაბრუნდნენ სახლში!!! სირცხვილია!!!
მივმართავთ ქალაქის გამგეობას, ეს პრობლემა დაუყონებლივ მოაგვარონ, 5 აპრილს "საბურთალოსთან" თამაშისთვის გამონახონ სახსრები და გაუშვან გულშემატკივრები თბილისში (არამარტო ამ თამაშზე)!
იმედია, ეს პრობლემა მოგვარდება და 5-ში იქნება ტრანსპორტი, წინააღდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავთ! ყველაფერს აქ საზღვარი!
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: "მტრედები"-ს ტრანსპორტირებაზე არგვაქ ლაპარაკი!!!
გაითვალისწინეთ: ეს ქალაქი და ეს ხალხი ცხოვრობს ფეხბურთით!!! ამ სიდუხჭირეში ერთი რამე აქვთ, რა დროსაც 90 წუთის მანძილზე ყველა პრობლემას ივიწყებენ და ნუ მოკლავთ ამ ქალაქში ფეხბურთის სიყვარულს!", - ნათქვამია განცხადებაში.
უსინდისოდ ნუ იქცევი,იყო 2 მატჩი სამტრედიაში და არცერთზე არ მოსულა 600 -700 კაცზე მეტი,ესაა თავგადაკლული გულშემატკივრობა მცირე წვიმის და მცირე ქარის რომ გეშინიათ?
რაც არ უნდა უვარგისი იყოს გამგეობა, ეს სხვა საქმეა,რასაც აშავებს იმაში მოსთხოვეთ პასუხი,მაგრამ პრივილეგირებული ჯგუფის "ფეხბურთის მოყვარულების" უფასოდ სატარებლად ეს დროება წავიდა. ყველა კითხვა კლუბთან დასვით და იქ ეძებეთ გამოსავალი.
მიმართეთ კლუბს და იმათმა იფიქრონ მაგაზე,გადაიბარეს კლუბი,ინვესტიცია არ მოაქვთ,ფონდის ფულზე არიან მხოლოდ და ახლა მათ კიდევ მაყურებლები უტარე აქეთ-იქეთ. უნამუსობაა ეგა.