საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ილიას ზუროსთან ერთად დაიწყებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2017-ისთვის მოსამზადებელ ეტაპს მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან ერთად დაიწყებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ნაკრების პრესსამსახურმა განუცხადა.

- საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა?

როგორც პრესსამსახურმა განგვიმარტა, საქართველოს ნაკრებს ზუროსის ოპერაციის გამო პრობლემა არ შექმნია. ზუროსი დაახლოებით თვენახევარში გამოჯანმრთელდება და ის ნაკრებს მზადების პირველივე დღიდან ჩაუდგება სათავეში. საქართველოს ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ პერიოდს დაახლოებით ორ თვეში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსი "ბუდუჩნოსტის" მწვრთნელი აღარ არის, აპრილის შუაში იგი ყოფილმა ასისტენტმა იგორ ძალეტიჩმა შეცვალა - მიზეზი ზუროსის მიერ გაკეთებული ბარძაყის ოპერაციაა.
როგორც საქართველოს ნაკრების პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, ზუროსს "ბუდუჩნოსტი" ახალ 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ბერძენი სპეციალისტი ჯერ მკურნალობის პროცესშია და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული