ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს - მოლდოვის წინააღმდეგ.

"11 ივნისს მოლდოვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ვემზადებით. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება.

ფეხბურთელთა ტრავმების გამო იძულებული გავხდი, ნაკრებში რამდენიმე ახალი მოთამაშე მომეწვია. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ისინი თავს ჯერ ვარჯიშებზე, შემდეგ კი თამაშებზე.

მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ამხანაგურ მატჩს არც ისე ცნობილ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ვმართავთ. ეს გუნდი გუშინ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 0:5 დამარცხდა და ვფიქრობ, ამხანაგური მატჩის კვალობაზე, ჩვენთვის კარგი მეტოქეა.

ამ გუნდს რეიტინგის გაუმჯობესებისთვის არ ვეთამაშებით. თანაც, ქულები მაინც არ დაგვემატება, რომც მოვიგოთ. ფედერაციამ შემომთავაზა ეს ვარიანტი და დავთანხმდი. უცხოეთში გამგზავრებას და ზედმეტი ფულის ხარჯვას სჯობს, თბილისში ვითამაშოთ. ოფიციალური მატჩის წინ ეს კარგი ვარჯიში იქნება.

გიორგი მერებაშვილს ადრე აქვს ნაკრებში ნათამაშები, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელობით ის აქ პირველადაა. მას ვაკვირდებოდი, პოლონეთში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ახლა ზუსტად ასეთი ფეხბურთელები მჭირდება. გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, გიორგი ჭანტურია, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, ვაკო ყაზაიშვილი უთამაშებელია, წინა ხაზში კი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელია საჭირო.

არ ვფიქრობ, რომ ნაკრები კრიტიკულ ზღვარზეა. უბრალოდ, უიღბლობა ყველა მატჩში თან გვდევდა. თითქმის ყველა შეხვედრაში ჩვენი თამაში მაღალი დონის იყო და რომ არა უიღბლობა...

გუნდი ყოველდღე იზრდება და ასე იქნება მოლდოვასთან მატჩის მერეც!

უჩა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა ვარჯიშზე მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც შემადგენლობას ჯაბა ჯიღაური დავამატე. ის კარგი ფეხბურთელია", - თქვა ვაისმა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა ავთო ებრალიძეზეც ჰკითხეს, თუ აკვირდება და აპირებს მომავალში ნაკრებში მის გამოძახებას.

"უკვე მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ ყოველთვის ახალ ფეხბურთელებს ვერ გამოვიძახებ. ამ ეტაპზე ვიძახებ მხოლოდ იმას, ვისაც ვენდობი და კიდევ, 2-3 ფეხბურთელს ჩემპიონატიდან. იცით, რომ მომწონს აკაკი გოგია, მაგრამ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ისიც იცით, რომ გიორგი ჯიქიას ხილვა მსურდა აქ, მაგრამ მან რუსეთის ნაკრები არჩია... რას ვიზამთ", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
moldovas saxlshi, rom ver mouges imis mere rogor acherebt am ...?
walt
14:01 05-06-2017
0
მეიყვანეთ ბიჯო ვინცხა წესიერი მწვრთნელი მეიყვანეთ თქვენი..!!!"იღბლიანი"მეიყვანეთ ოღონდ მეიყვანეთ!!!ვისია ეს სტადიონები ვისი?!გული მტკივა უკვე გული!!
levani zesta
14:34 05-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული