მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!

AutoSharing Option
დღეს, 11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, მოლდოვა-საქართველოს მატჩის გარდა, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

რა თქმა უნდა, ამ მატჩების შედეგებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საბოლოო მდგომარეობა...

ირლანდია-ავსტრია 20:00
ავსტრიელებს უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, მარსელ კოლერის გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება.

ირლანდია კი 11 ქულით სერბეთთან ერთად ლიდერობს ჩვენს ჯგუფს, რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რადგან კუნძულელთა შორის თაობათა ცვლის ჟამი დგას.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია არასტაბილურია, ამ გუნდის ჩამოწერა არამც და არამც არ შეიძლება. მას შეუძლია,
ნებისმიერ დროს სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

სერბეთი-უელსი 22:45
ჯგუფის თანალიდერი სერბეთი და ევროპის ბოლო ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა დიდ ბრძოლას გააჩაღებენ.

უკეთესი მდგომარეობა აქვს სერბეთს - ჯერ ერთი, რომ სლავოლიუბ მუსლინის გუნდი მასპინძელია, და მეორეც - ბრიტანელებს, ტრავმის გამო, არ ეყოლებათ მთავარი დამრტყმელი ძალა გარეთ ბეილის სახით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული