ვლადიმირ ვაისი: სამი ტაქტიკური სქემა დავამუშავეთ, მიზანი მოგებაა!

AutoSharing Option
მოლდოვას ნაკრებთან მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. მედიას სლოვაკ მწვრთნელთან ერთად საქართველოს ნაკრების მცველი, გიორგი ნავალოვსკი ესაუბრა. "ზიმბრუს" სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ქართველი და მოლდოველი ჟურნალისტები დაესწრნენ.

ვლადიმირ ვაისი:
- საქართველოს ნაკრებს არაერთი ფეხბურთელი აკლია. ამის მიუხედავად, თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეხვედრა მოვიგოთ.

გიორგი ნავალოვსკი:
- ყველაფერს გავაკეთებთ სამი ქულის მოსაპოვებლად. ჩვენ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და არაერთი ფეხბურთელის დანაკლისის მიუხედავად, ჩვენი მიზანი მოგებაა.

ვლადიმირ ვაისი:
- ს
ამი ტაქტიკური სქემა დავამუშავეთ ამ შეხვედრის წინ. რომელ ტაქტიკურ განლაგებას ავირჩევთ, ეს დღევანდელ ვარჯიშზე გადაწყდება.

რაც შეეხება მოლდოვას, მას არ აქვს ისეთი შედეგი, როგორიც თამაში. მთელ რიგ მატჩებში ეს გუნდი კარგად გამოიყურებოდა და ინდივიდუალური შეცდომების გამო წააგო.

ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებსაც მეტი ქულა უნდა ჰქონდეს ამ შესარჩევ ციკლში. მაგალითად, მოლდოვასთან დასანანი ქულები დავკარგეთ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ის ყოველთვის ყოჩაღად თამაშობს შინ. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ისინი პირველ ნომრად ირჯებიან.

სენტ კიტსთან და ნევისთან შეხვედრაში მივიღე ინფორმაცია იმ ფეხბურთელების თაობაზე, რომლებიც კარგა ხნის განმავლობაში არ იყვნენ ნაკრებში. ხვალინდელ მატჩში კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ.

რაც შეეხება მოტივაციას. ეს პრობლემა საქართველოს ნაკრებში არაა. ხვალ გამოჩნდება, როგორ მოვემზადეთ ამ მატჩისათვის. ჩვენ გვინდა, რომ პირველი თამაში მოვიგოთ ჯგუფში".

გიორგი ნავალოვსკი:
- მოტივაციასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. ჩვენ საქართველოს ნაკრების მაისურა გვაცვია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ვლადიმირ ვაისი:
- პოსტშაბჭოთა მენტალიტეტს რაც შეეხება, შეიცვალა ცხოვრება და ფეხბურთი. ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყვნენ, ახლა დამოუკიდებლები არიან. ისინი დამოუკიდებლად ვითარდებიან. დარწმუნებული ვარ, პროგრესი აუცილებლად იქნება.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

 

მკითხველის კომენტარები / 13 /
სამი სქემა კი არა ერთი ვერ დაუმუშავებია
ilo
11 ივნისი 2017 21:21
0
ამ თამაშის შემდეგ ვაისი მოსახსნელია!!!
smouk
11 ივნისი 2017 20:56
0
სამი ტაქტიკური სქემა კი არა კვახი))
gff
11 ივნისი 2017 20:34
0
მოლდოვა საქართველო 1-0 2-0 3-0 ამ ანგარიშებზე აქვს აწყობილი სათამაშო თაქტიკა ვაის ალბათ თორე სხვა რას უნდა გულის ხმობდეს ვერ ვხვდები.
დათო
11 ივნისი 2017 12:32
0
კაცურად ერთი დაამუშავეთ და ხარისხიანად :დდდ
1 სქემა
11 ივნისი 2017 03:39
0
აღდგომა და ხვალეო! ... თუ მოვიგეთ, მაშინ ვაისი იტყვის ჩვენ შრომა დაფასდაო,ეს ჩვენც გაგვიხარდებ და ვაისსაც... მაგრამ წაგების შემთხვევაში, ვლადიმერი ტრადიციულად იტყვის - ვერ გამოვიყენთ შესაძლებლობები, ნახევარი გუნდი დამტვრეულია, თუ მეტყვიან წადიო - წავალ და ა.შ. მაგრამ ის დარჩება და გააგრძელებს ჩვენი ფულის ჭამას...
არჩილი
10 ივნისი 2017 23:05
0
მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალა. კანკავა, გვილია, მერებაშვილი, ყაზაიშვილი, არაბიძე, კაჭარავა...
jiji
10 ივნისი 2017 22:15
0
ფრე თუ მორჩა და არ წავაგეთ, ერთერთ სქემას მოერგება ალბათ
qqqqq
10 ივნისი 2017 22:12
0
ამ კაცის საუბარზე უკვე სიცილი მივარდება და აღარ ვბრაზობ. ამის სქემა, ტაქტიკა ან მონახაზი თუ გინახიათ ერთი ვინმეს. ვისაც თამაში შეუძლია არ იძახებს და ბურთს რომ დაახევენ თავზე, რომელ სქემას დააბრალებს ნეტა? მე მოგებას ვუსურვებ ბიჭებს, იქნებ მოხდეს სასწაული
vaso
10 ივნისი 2017 22:08
0
ყველა ისე იქადნებიან წააგებენ საუბედუროდ თამაშს. ერთი "ლივერპული " იყო დიდ გულზე თბილისში რომ ჩამოვიდა და 2-1 ინგლისში უსიამოვნო გაუგებრობა იყოო და რაც წაიღო კი იცის ყველამ. 4 წლის წინ სან-მარინოს მოუგო ბოლოს მოლდოვამ სახლში და ჩვენებს ჩვევიათ ასეთი საჩუქრების კეთება წყალწაღებული გუნდებისათვის და ყველაფერ ამას წინ უძღვის ხოლმე ასეთი ცრუ ქადილი, ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო. ჯერ გადახტით და .........
................
10 ივნისი 2017 21:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული