რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 7 სექტემბერს იწყებს.

ამ დღეს თემურ ქეცბაიას გუნდი ბელარუსს უმასპინძლებს, 11 სექტემბერს კი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დაუხვდება.

ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება და როგორც შევიტყვეთ, სტადიონზე შესვლის მინიმალური ფასი, სავარაუდოდ, 5 ლარი იქნება.

ბუნებრივია, გაიყიდება უფრო ძვირიანი ბილეთებიც.

შეხვედრები ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, თუმცა თავდაპირველად ბილეთები "მიხეილ მესხზე" გაიყიდება.

ესპანეთთან შეხვედრის ცოცხლად ხილვის მსურველებს თადარიგის დაჭერა მოუწევთ, თორემ გამორიცხული არ არის, მატჩის დღეს ბილეთის შოვნა შეუძლებელი
გახდეს.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების სია გაამხილა
თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!
გიორგი კონდრატიევი: სომხეთის ნაკრები საქართველოსას ჰგავს
მკითხველის კომენტარები / 6 /
ორივეს მოვიგებთ მერე ყველას თავზე დავახევთ ბურთს და ჯგუფში გავალთ
hahaha
22:12 14-08-2012
0
ვინმემ გამარკვიეთ ეს შესარჩევი ტური 2012 წლის 11 სექტემბერსაა?
avto
20:23 14-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული