თემურ ქეცბაია: მეამაყება, რომ ამ ფეხბურთელების მწვრთნელი ვარ

AutoSharing Option
7 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის I ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელორუსის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

თემურ ქეცბაია: "მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ზუსტად ამას ვამბობდი რამდენიმე დღის წინ - ბოლომდე ბრძოლა და სტადიონზე 100 პროცენტით დახარჯვა. სწორედ ასე მოქმედებდნენ ჩვენი ფეხბურთელები.

მეამაყება, რომ ამ ბიჭების მწ
ვრთნელი ვარ.

ბელორუსი კარგი გუნდია და მან ეს წარსულში არაერთხელ დაამტკიცა. გვქონდა
სირთულეები მატჩის დროს, მაგრამ ფეხბურთელებმა შეძლეს ამის გადალახვა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც უფრო მეტი ენერგია აქვთ. სწორედ, მათი დამსახურებით იყო, რომ მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ.

1:0-ზე, როცა მჭედლიძე შევცვალე, რა თქმა უნდა, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვფიქრობდი და ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გააართვეს.

რაც შეეეხება სანდრო კობახიძეს, მას სერიოზული ტრავმა აქვს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ჩვენს ნაკრებში და ძალიან დაგვაკლდა. დარწმუნებული ვარ, სანდრო ძალიან გამოგვადგებოდა, თუმცა ის თამაშს სავარაუდოდ 3 კვირა ვერ შეძლებს.

მის დაბრუნებას ალბათ ოქტომბ
რისთვის ველოდებით".

გეორგი კონდრატიევი: "პირველ რიგში მინდა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მივულოცო.

თამაში არ წაგვივიდა, ალბათ ჩვენი დღე არ იყო. გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, გოლები ვერ გაგვაქვს.

გარდა ამისა, პოზიციურად ბევრ შეცდომას ვუშვებდით.

რაც შეეხება ჩვენ შანსებს ჯგუფიდან გასვლის თაობაზე, შანსები მიზერულია, მითუმეტეს წავაგეთ და ეს შანსი კიდევ უფრო შემცირდა.

მეტოქე გუნდიდან ვერავის გამოვყოფ, მთლიანად გუნდს გამოვყოფდი. მატჩის მსვლელობისას გვინდოდა თამაშის გადაწყობა, მაგრამ სამი იძულებული ცვლილება განვახორციელეთ და ამან თავისი როლი ითამაშა"
.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბელორუსის ეროვნული გუნდი 52-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა. 11 სექტემბერს "ჯვაროსნები" ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოგეწონათ ჩვენების თამაში? ეს ერთი მომენტი შემთხვევით შეიქმნა, ისიც ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალურობის ხარჯზე, თორემ რამე გააზრებული კომბინაცია გინახავთ? ერთი ორჯერ მსაჯი შეცდა და გადაგვარჩინა თორემ ბელორუსელი ერთიერთზე გადიოდა ჩვენს მეკარესთან. უაზრო ბურთის დაგაგდება მოშორება იყო მთელი თამაში.
ვასო
08 სექტემბერი 2012 11:28
0
მჭედლიძემ ცუდად ითამაშა. ფლანგის მცველებიც ცუდად თამაშობენ (მლიანად საქართველოში)
kolia
08 სექტემბერი 2012 11:14
0
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას! გამარჯვება კარგია, მაგრამ რატო იძახებს ნაკრებში გრიგალავას, ეგ გამაგებინოს ვინმემ. ფარერებთან თამაშისას ისტორიის მასწავლებლებმა და მეთევზეებმა ორჯერ გაუტარეს ფეხბსშუა ბურთი. გუშინ კიდევ მაგ ფლანგზე რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ ბელორუსები. კვირკველიას შემოსვლამ ცოტა უშველა საქმეს. კიდევ ერთი: 56-ე წუთიდან ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი, როცა 1:0-ია და ბელორუსს ეთამაშები, რამდენად გამართლებულია? სამაგიეროდ გოლი იყო ულამაზესი. ეგ ერთი და სხვა მრავალი!
Giorgipirweli
08 სექტემბერი 2012 09:39
0
წინ საქართველო, ვულოცავ მთელ ერს. წარ,ატებები ქეცბაია
ისე ამ თამაშით ისწავლა ბევრი რამ თემურიმ

http://trophymanager.com/?c=1952546
ladana
08 სექტემბერი 2012 03:58
0
თემურ გილოცავთ მთელ ნაკრებს გამარჯვებას მარა ნაკრების გაალგარდავებაზე თუ აკეთებ აქცენტს ბელორუსიის ვიში ლიგაში დინამო ბრესტში თამაშობს 22 წლის ბიჭი ფორვარდია მეორე სართულზე იგებს ხოლმე და გოლებიც ხშირად გააქ მისი სახელი და გვარია უჩა გოგოლაძე ამ საიტის რედაქციასაც მივმართავ თუ მსოფლიო სპორტი წერს ამ ბიჭზე სტატიას თქვენ რატო არ წერთ ისიც ლეგიონერია
tijana513
08 სექტემბერი 2012 01:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული