თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

ეს აუცილებელი ღონისძიება "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ჩვენი ნაკრების ვარჯიშის დაწყების წინ. ქეცბაია პუნქტუალურად გამოცხადდა პრესკონფერენციაზე და კითხვა-პასუხიც დაიწყო...

- ესპანეთთან მატჩისთვის მზადება ნორმალურად მიდის. სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე გაცივდა, დანარჩენი ფეხბურთელები კი თავს კარგად გრძნობენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ.

კარგად მოგეხსენებათ, რა დონის ნაკრებს უნდა ვეთამაშოთ. ესპანეთი ბოლო ექვსი წელი დომინირებს, ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთხელ მსოფლიოსი. ვფიქრობ, ეს გუნდი ყველა დროის საუკეთესო
გუნდია.

სასიხარულოა, ასეთი გუნდი რომ ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი, გავიდნენ მოედანზე და ყველაფერი დადონ.

ვიცი, რომ ძალიან ძნელი თამაში გველის, მაგრამ უნდა ვიბრძოლებთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

- რა იქნება თქვენთვის მისაღები შედეგი ამ შეხვედრაში?
- არწაგება.

- რამდენად არის გუნდი ფსიქოლოგიურად მზად ასეთ მეტოქესთან სათამაშოდ?
- ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არის. ამ ეტაპზე ნომერი პირველი ამოცანა ბელორუსთან გამარჯვება იყო და ეს მოვახერხეთ.

გამომდინარე იქიდან, თუ რა დონის მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით, ესპანეთთან მატჩში ჩვენს ფეხბურთელებს არანაირი კომპლექსი არ უნდა ჰქონდეთ, ფსიქოლოგიური ზეწოლა არ არსებობს და შესაძლოა, ამან დადებითად იმოქმედოს ჩვენს გუნდზე.

- ესპანეთთან მატჩშიც, ალბათ, ის თავდადებაა საჭირო, რამაც ბელორუსთან გამარჯვება მოგვიტანა...
- გამარჯვება მხოლოდ თავდადებას არ მოუტანია. ზოგმა, სამწუხაროდ, ისე ჩათვალა, რომ თითქოს მხოლოდ თავდადების და ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ ბელორუსთან. ჩვენ მოედანზე საჩხუბრად არ გავდივართ.

ბელორუსთან, სადაც საჭირო იყო, ვიბრძოლეთ; სადაც საჭირო იყო, ტექნიკა და ოსტატობაც ვაჩვენეთ.

ბელორუსის ნაკრები ძალიან თავდაჯერებული იყო, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს პრობლემები აქვსო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა საპირისპირო დაამტკიცეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

- რა შეიძლება, რომ დავუპირისპიროთ ესპანეთის ნაკრებს?
- მთელი მსოფლიო ცდილობს, რაღაცა დაუპირისპიროს ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებს. მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ.

ზღაპრების მოყოლა არ მიყვარს, უმეტესი მწვრთნელები აქ ხალხის დაბოლებაზეა გადასული. არიან ისეთებიც, სულ კბენას და კრიტიკას რომ ცდილობენ. ალბათ, დაკვეთებიც არის.

მინდა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. იმედია, საფეხბურთო ნაკრებიც ოდესღაც მიაღწევს ასეთ წარმატებას.

- იკერ კასილიასმა პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრებიდან ლორია, ანანიძე და ოქრიაშვილი გამოარჩია...
- კარგია, რომ გამოარჩია. ესპანეთთან მატჩს მთელი მსოფლიო ნახავს, რაც საკმაოდ კარგი შანსია ჩვენი ფეხბურთელებისთვის, უკეთეს კლუბებში, უფრო მაღალ დონზე თამაშის პერსპექტივა ჩნდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გუნდის ინტერესებია გასათვალისწინებელი.

- ანანიძე ესპანეთთან ვერ ითამაშებს?
- მინდა იმ ფეხბურთელებმა ითამაშონ, ასი პროცენტით რომ იქნებიან მზად. ანანიძე ორი დღეა, რაც ლოგინში წევს და სასტარტო შემადგენლობაში, ალბათ, ვერ ითამაშებს, შეცვლაზე კი ვნახოთ...

- ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ თავის გამოჩენის მიზნით ზოგმა ფეხბურთელმა ზედმეტად ინდივიდუალურად ითამაშოს?
- ინდივიდუალური თამაში კარგია, როცა ეს საჭიროა. პერსონალური საქმის საკეთებლად აქ არავინ არის მოსული, მთავარი გუნდის ინტერესებია. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური თამაშიც გვჭირდება, როგორც ეს ოქრიაშვილმა გააკეთა ბელორუსთან.

- დაკვეთები ახსენეთ - ჟურნალისტებს გულისხმობდით?
- როგორც ჩანს, ზოგიერთ ჟურნალისტს არ უხარია, საქართველოს ნაკრები რომ იმარჯვებს. სამწუხაროა, რომ ეს ალბათ დაკვეთით ხდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
გამარჯვებისთვის შემართული ვისენტე დელ ბოსკე, იკერ კასილიასი და ჩავი
თვალსაზრისი: მანიპულაცია საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ
მკითხველის კომენტარები / 8 /
dadu
მიშა მესხი თუ გახსოვს სლავა მეტრეველი დაგავიქყდა...დათო ყიფიანსა და ვოვა გუცაევზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მათი არგახსენება ქართული ფეხბურთის უგულველყოფაა საერთოდ. გიოს ნიჭი ქონდაო... კი ბატონო, ასეთი ნიჭიერები არაერთი გვყავს დღესაც, მაგრამ გიო რომ მთელი დღე ერთი და იგივე ფინტს ამუშავებდა ეზოში(კობა ჟორჟიკაშვილი აძლევდა კასეტებს და ისიც დაღამებამდე ეზოში მარტო ამუშავებდა მათ).ფეხბურთელები გვყავს, ახალგაზრდები და ინდივიდუალურად ბევრ ვარსკვლავზე არანაკლები. დიდ ფეხბურთსაც ითამაშებენ, მაგრამ არა ქეცბაიას ხელში... ეს უკანასკნელი მწვრთნელი არაა ხალხო რით ვერ გაიგეთ, გაახილეთ თვალი როდემდე უნდა იძახოთ სადღეგრძელოები თემოს გაუმარჯოსო... მოაშორეთ ეს წურბელა ქართულ ფეხბურთს თუ გიყვართ ფეხბურთი და ყველაფერი გამოსწორდება. როგორც ბელორუსს მოვუგეთ ისევე მოვუგეთ ხორვატიას მაგრამ თამაში მოგეწონათ ხალხო? ისევ იგივე უაზრო თამაში რაც ქეცბაიას მოსვლის შემდეგ გრძელდება.
ქეცბაია გაა--ი!!!
Jigaro
11 სექტემბერი 2012 20:14
0
დადუს

სადღაც მართალი ხარ...მაგრამ ქართულ ფეხბურთში ძალიან ახალგაზრდა,ძალიან პერსპექტიული ბიჭები მოდიან და ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა დავიწყოთ ...ყველა ქართველი,საქართველოს ,ჩემპიონატის ფეხბურთელებიდან და განსაკუთრებით მწვრთნელებიდან მკაცრად ...მ ო თ ხ ო ვ ნ ა...ინდივიდუალური,აგრესიული, მუდამ ბურთის ართმევებზე მოედნის მთელ პერიმეტრზე,შეუსვენებლივ და სწრაფ იერიშებზე ორიენტირებული სტილი!!! --- და ,რომ ფეხბურთი არის, არა პასებით ,,სიტუაციის განმუხტვა,,,რაც აქედან მოდის არამყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა,არამედ...სიტუაციის დ ა ძ ა ბ ვ ა,აგრესიული თამაშით...

კარგი იქნება თუ სპორტული ჭურნალისტები ასეთ სტილზე დაიწყებენ წერას და მსჯელობას,და ...მ ო თ ხ ო ვ ნ ა ს (!!!)მწვრთნელებიდან დაწყებული პატარა ფეხბურთელებიდან დამთავრებული!!!
glaxuna
11 სექტემბერი 2012 18:37
0
გლახუნა აბსოლუტურად ვეთანხმები შენს აზრს იმაში რომ აგრესიული,ინდივიდულიზმზე დაფუძნებული ფეხბურთი ყველაზე მეტად გვიხდება და ეს არის ჩვენი სტილი მაგრამ ამ სტილზე გადაწყობა დიდ ნაკრებში დაგვიანებული ხომ არ არის? ასე პატარა თაობების გაზრდა უნდა დავიწყოთ და აი შემდგომ შეიძლება ამ სტილზე გადაწყობა. მწვრთნელი კოჭებში უნდა ატყობდეს გიოსნაირ გენიოსებს და უფრო მეტად ინდივიდუალურ თამაშზე აკეთებინებდეს აქცენტს. ქინქისნაირი გენიოსები იბადებიან ამას ვარჯიში ვერ მოიტანს ეს ნიჭია, მაგრამ ის კი აუცილებელია რომ პირველ რიგში ეს ნიჭი დავინახოთ და სასურველი მიმართულებით გავზარდოთ. სხვა სტილით გაზრდილ ფეხბურთელს ვეღარ შეუცვლი იმ მენტალიტეტს. გიო ბავშვობაშიც იგივე სტილს თამაშობდა რითაც მთელი საქართველო და ინგლისი გადარია.
dadu
11 სექტემბერი 2012 16:27
0
დადუ დარწმუნებული ვარ, რომ ცდები...თუ ისე განვითარდა ქართული ფეხბურთი,როგორც გამოვთქვი...ძალიან მალე წამოვა სწორედ მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელები...ამის შანსი ეხლაც აქვთ...თუნდაც ოქრიაშვილი,კობახიძე... ... ...პირველად შეიძლება წავაგოთ თამაშები,მაგრამ მცირე დროში ,უპირატესად ფსიქოლოგიურად და მერე ფიზიკურად ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტები წამოვლე!!!სწორედ აგრესიული თამაშის სტოლით...მერწმუნე!!!
glaxuna
11 სექტემბერი 2012 15:36
0
გლახუნა

ქართულ ფეხბურთში ისეთი ინდივიდუალისტები რომელთა ნიჭზეც შეიძლებოდა თამაშის აწყობა მხოლოდ სამი მახსენდება: მიხეილ მესხი, ვიტალი დარასელია და გიორგი ქინქლაძე. ამათგან 2 მკვდარია ერთი აღარ თამაშობს ფეხბურთს. რა ვქნათ ჯერ ჯერობით არ ჩანს ასეთი ინდივიდუალისტები ქართულ ფეხბურთში (ღმერთმა ქნას კიდევ გყვავდეს გიოსნაირი ფეხბურთელები ამაზე უკეთესი რა იქნებოდა)ასე რომ დღევანდელი ჩვენი ხსნა გუნდურობაში სწრაფ პასებში და მოძრაობაშია რის გაკეთებასაც ცდილობენ ფეხბურთელები და ჩემი აზრით ნაკრები სწორედ ვითარდება.
dadu
11 სექტემბერი 2012 13:48
0
ესპანეთში ვცხოვრობ და მეტ ნაკლებათ ვიცი მათი თამაშის სტილი, არ გამიგოთ თითქოს ვინმეს რამეს ვასწავლიდე, გეტყვით, ბიჭებო, ჩემო შვილებო ეთამაშეთ პრესინგით არ მისცეთ ბურთის თავისუფლად დამუშავების საშუალება, და რაღაცა შედეგი იქნება თUარადა დიდი ანგარიშით წაგება გარანტირებულია.
damangreveli
11 სექტემბერი 2012 13:34
0
დღეს "დიდი დღეა, დიდი"... გახსოვთ 1995 წელი, 11 ოქტომბერი? იმ დღესაც თბილისში ორი თამაში გაიმართა საქართველო-ბოსნია (კალათბურთი) და საქართველო-ბულგარეთი (ფეხბურთი), ორივე მოვიგეთ და მეორე დღეს "სარბიელი" გამოვიდა ქართველების "გამარჯვების დღე-სასწაული"-ო ეწერა... დღესაც, როგორც მაშინ ორი მატჩია, რიცხვიც 11, მჯერა, ჩვენი ბიჭების, თავს არ დაზოგავენ, ღირსეულად, ბრძოლით, ჟინით, თავდადებით და ჩვენი ერთგული ქომაგობით რომ გაიმეორებენ "გამარჯვების დღე-სასწაულს"
რუთა
11 სექტემბერი 2012 11:17
0
თემურ, იმაზე მეტად აგრესიულები გახადე ბიჭები,ვიდრე შენ იყავ!!!

...ქართული ფეხბურთი გაიღვიძებს მაშინ...როცა ერთხელ და სამუდამოდ უვარყოფთ ე.წ. დაცვით სტილს და სიტუაციის განმუხტვის მცდელობებს პასებით...ეს არ დევს ქართულ ხასიათში და ასეთი თამაშით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზ ე დ მ ე ტ ი ა!!! წინანწარ შეგუებული წაგებულის ფსიქოლოგიიდან თავს ვერასოდეს დაიხსნიან ქართველი ფეხბურთელები!!! .... ქართველი ფეხბურთი უნდა გადაეწყოს მეტად ინდივიდუალური ფეხბურთის თამაშზე,ძალიან აგრესიული სტილით,მუდამ ბურთის ართმევებზე თამაშით მოედნის ყველა წერტილში, ყველა ფეხბურთელისაგან ვალდებულებით,მუდმივი უბურთოდ მოძრაობებით და ფიზიკურად ძლიერ მომზადებით...ასეთი აგრესიული თამაში უნდა დავნერგოთ საქართველოს ჩემპიონატში , ფეხბურთში . ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აგრესიული თამაში უნდა მოვახვიოთ თავს და აქედან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოთ...ვიმეორებ...ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგაც კი...მხოლოდ და მხოლოდ ასეთი თამაში გახდება ქართული ფეხბურთის სახე,სტილი!!! და მხოლოდ ასეთი თამაშით მივაღწევთ წარმატებებს!!! სხვა შემთხვევაში მუდამ ასე საშუალოზე დაბალი და საშუალო ევროპული დონის ნაკრები გვეყოლება!!! ---- მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული სტილი მოედნის ყველა მონაკვეთზე, ასეთი თამაში აიძულებს ქართველ ფეხბურთელებს იყონ გაცილებით მეტად ძლიერნი ფ ი ზ ი კ უ რ ა დ (!!!) და ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ა დ (!!!) წარმატებები!!!


---------
glaxuna
11 სექტემბერი 2012 11:05
0

სიახლეები პოპულარული