ფეხბურთელები ბაზაზე ჯერ არ ცხოვრობენ და ყოველდღიურ ვარჯიშებზე შინიდან დადიან.
23 მაისს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ფეხბურთელები საათზე მეტხანს ავარჯიშა და ბოლოს თავადაც ითამაშა მინი-ორკარა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი ნაკრების ფეხბურთელებმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარები გააკეთეს.
დავით კვირკველია:
"ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მე ნათამაშები მაქვს. ამ გუნდთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია. განსაკუთრებით - მათთან, სადაც საოცარი სტადიონი, გულშემატკივრები და ატმოსფეროა.
ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით ვემზადებით, მაგრამ
ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ ორ თამაშში ჩვენთვის სასურველ შედეგებს მივაღწიოთ.
ჩემთვის თითოეული ასეთი სანაკრებო თამაში და თანაც, ასეთი დონის გუნდებთან, ძალიან მნიშვნელოვანია და პროფესიულად საინტერესო. მიხარია, რომ ნაკრების შემადგენლობაში ვარ და ასეთ თამაშებში მონაწილეობის საშუალება მაქვს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ნაკრებში ახალი სახეები უკვე ინტენსიურად ჩნდებიან. მაგალითად - მერაბ გიგაური. რაც მე საქართველოში დავბრუნდი სათამაშოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს და ძალიან მომწონს მისი თამაში.
რაც მთავარია, ის მთავარმა მწვრთნელმაც შეამჩნია და ნაკრებში გამოიძახა კიდეც. ეს მერაბ გიგაურის შანსია და ვუსურვებ, რომ კარგად გამოიყენოს. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიჩენს თავს. მთავარია მონდომება..."
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრები "ბასაზე" ავარჯიშა
თემურ ქეცბაიამ ნაკრების შეკრებაზე 28 ფეხბურთელი გამოიძახა
"ლოს ანჯელეს გელექსი" რობი კინს საქართველოსთან სათამაშოდ არ უშვებს
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს