ფეხბურთელები ბაზაზე ჯერ არ ცხოვრობენ და ყოველდღიურ ვარჯიშებზე შინიდან დადიან.
23 მაისს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ფეხბურთელები საათზე მეტხანს ავარჯიშა და ბოლოს თავადაც ითამაშა მინი-ორკარა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი ნაკრების ფეხბურთელებმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარები გააკეთეს.
გურამ კაშია:
"ფეხბურთელისთვის სანაკრებო თამაშები ყოველთვის განსაკუთრებულია და მნიშვნელობა არ აქვს, ამხანაგურია თუ ოფიციალური - მოტივაცია მაღალია.
ვარჯიშები დავიწყეთ იმ ფეხბურთელებმა, ვინც ჩემპიონატი დაასრულა. სავარჯიშო პირობები ძალიან კარგია და ყველანაირად
ირლანდიისა და დანიის სახით ძალიან ძლიერი და საინტერესო მეტოქეები გვეყოლება. რთული მატჩები გველის... ისე, ადვილი არც გვაქვს ხოლმე და არც ჩვენს მეტოქეებს აქვთ ჩვენთან იოლი თამაშები.
აუცილებლად ვნახავთ მეტოქეების თამაშების ვიდეოჩანაწერებს და ანალიზსაც გავაკეთებთ".
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრები "ბასაზე" ავარჯიშა
თემურ ქეცბაიამ ნაკრების შეკრებაზე 28 ფეხბურთელი გამოიძახა
"ლოს ანჯელეს გელექსი" რობი კინს საქართველოსთან სათამაშოდ არ უშვებს
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს