დანია VS საქართველო - თემურ ქეცბაიამ ფორვარდები დაიმატა

AutoSharing Option
5 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად დანიას ამხანაგურად დაუპირისპირდება.

ძალიან ძნელია, ირლანდიაში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ რაიმე პოზიტიურის იმედი გვქონდეს, მაგრამ მოვლენებს წინ მაინც არ გავუსწროთ და დავიტოვოთ იმის რწმენა, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საფეხბურთო გუნდი ამჯერად მაინც არ შერცხვება.

სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დანიაში პირდაპირ ირლანდიიდან ჩაფრინდა. დანიაში ჩასვლის დღეს ჩვენს გუნდს არ უვარჯიშია.

თემურ ქეცბაიას ოლბორგში დახვდნენ ლადო დვალიშვილი და ირაკლი სირბილაძე, რომლებიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიასთან მატჩისთვის გამოიძახა.

ნაკრებს ავადმყოფობის გამო გამოაკლდა და თბილისში
დაბრუნდა მეკარე როინ კვასხვაძე. გუნდის ექიმებმა გამორიცხეს დავით დევდარიანის თამაშიც და დანიური "ორჰუსის" ქართველი ლეგიონერი გუნდთან ერთად უკვე აღარაა.

საქართველოს ნაკრებმა 4 ივნისს მატჩისწინა ვარჯიში გამართა ქალაქ ოლბორგის "ნორდისკ არენაზე", სადაც შეხვედრა გაიმართება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტადიონი 14 ათას მაყურებელს იტევს. 4 ივნისის საღამოს მონაცემებით, მხოლოდ 5 ათასი ბილეთი იყო გაყიდული.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ ამ თამაშს არ გამოტოვებს გიორგი ლორია, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ვინაიდან 2 ივნისი ოფიციალური ამხანაგური თამაშების თარიღი არ იყო.

დანიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 15 წუთზე დაიწყება და მის ხილვას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის პირდაპირი ტელეეთერით შევძლებთ.

საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩისთვის ამ შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დილა, გორი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია (მორდოვია, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (ალანია, რუსეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე - დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), მერაბ გიგაური (ტორპედო, ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე (დილა, გორი), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია), ლადო დვალიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: გულშემატკივრებთან რეაბილიტაციას შევეცდებით
ჩვენ და დანიელები - უსიამოვნო წინათგრძნობა თუ ქართული ოპტიმიზმი?
ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
განსაკუთრებით თავდასხმის ხაზია ყოვლადუიმედო გელაშვილი სირბილაძე და ხოკეისტი დვალიშვილი ფუ ამათი... ლობჟანიძე, ხიზანიშვილი და ძარია ამათ ფოზე აღარ მეჩხირებიან
dato
11:16 05-06-2013
0
ამ პირდაპირი რეპორტაჟებით რაღას გვიხეთქავთ გულებს.რამდენი გადავწყვიტე,აღარ ვუყურო მეთქი,იმდენი თვალი მაინც გამეპარება ხოლმე. არ შეიძლება კორეულად გვაჩვენოთ?იმათი გოლები ამოჭერით და მხოლოდ ჩვენს მიერ ცენტრის გადალახვის მომენტები დატოვეთ,აბა კარში დარტყმა და მით უმეტეს გოლი ჩვენგან არ მოსულა და...
ციბა
11:22 05-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული