თბილისს საფრანგეთის ნაკრები 4 სექტემბერს ესტუმრება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები თბილისში 4 სექტემბერს გვესტუმრება.

ცნობილი იყო, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი "ლურჯებს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებდა (6 სექტემბერი), ფინეთს კი - "მიხეილ მესხზე" (10 სექტემბერი), მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ სკანდინავიელებთან მატჩიც "დინამო არენაზე" გადაიტანა.

"მატჩის გამართვის ადგილი ფინეთის ფეხბურთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული და მისი "დინამო არენაზე" გადატანაც შევათანხმეთ. ცხადია, მერე უეფასგანაც მივიღეთ თანხმობა.

ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებით მიიღო. ბილეთებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და გულშემატკივრის დაკარგვა ჩვენც არ გვსურდა.

იმედია, საფრანგეთთან კარგად ვითამაშებთ და მერე ხალხი ფინეთთანაც მრავლად მოვა. გარდა
ამისა, ერთ სტადიონსა
და ერთ მოედანზე თამაში თავად ჩვენი გუნდისთვის აჯობებდა", - გვითხრა ნაკრები გუნდების ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

"დინამო არენასა" და "მიხეილ მესხის" სალაროებში უკვე დაიწყო საქართველო-საფრანგეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა. მათი ღირებულება დიფერენცირებულია და 10, 15, 20 და 30 ლარს შეადგენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
გულშემატკივარმა ტრიბუნები რომ შეავსოს აქეთ უნდა უხდიდეთ ფულს!
guja_kakhadze
13:24 04-09-2013
0
100 ლარი გახადეთ ბილეთები თორემ გაქრა უკვე...ვაი თქვენს პატრონს საფრანგეთის სანახავად 3 ლარს გადავიხდიდი მაგრამ 10 ლარს არა...
დავით
12:26 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული