ცნობილი იყო, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი "ლურჯებს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებდა (6 სექტემბერი), ფინეთს კი - "მიხეილ მესხზე" (10 სექტემბერი), მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ სკანდინავიელებთან მატჩიც "დინამო არენაზე" გადაიტანა.
"მატჩის გამართვის ადგილი ფინეთის ფეხბურთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული და მისი "დინამო არენაზე" გადატანაც შევათანხმეთ. ცხადია, მერე უეფასგანაც მივიღეთ თანხმობა.
ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებით მიიღო. ბილეთებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და გულშემატკივრის დაკარგვა ჩვენც არ გვსურდა.
იმედია, საფრანგეთთან კარგად ვითამაშებთ და მერე ხალხი ფინეთთანაც მრავლად მოვა. გარდა
"დინამო არენასა" და "მიხეილ მესხის" სალაროებში უკვე დაიწყო საქართველო-საფრანგეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა. მათი ღირებულება დიფერენცირებულია და 10, 15, 20 და 30 ლარს შეადგენს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს