ვერც მსაჯმა გვიშველა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.

პენალტიდან გატანილი ერემენკოს გოლის შემდეგ ერთ წუთში მსაჯმა მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გააძევა...

მიუხედავად დიდი სურვილისა, კაცნაკლული გუნდით მასპინძლებმა დარჩენილ დროში ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.

აღსანიშნავი კი ისაა, რომ მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ გოლი არ ჩათვალა - ბურთი, მას შემდეგ, რაც ხარიხას მოხვდა, აშკარად ნუკრი რევიშვილის კარის
ხაზს შიგნით დაეცა.

ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს, ბოლო მატჩს სტუმრად ესპანეთთან გამართავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში, უკეთეს შემთხვევაში, მეოთხე ადგილს დასჯერდება.

ჩვენს ჯგუფში ბელორუსი საფრანგეთს მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მადლობა საფრანგეთს,რომელიც ორჯერ აგებდა ბელორუსებთან და მაინც შემოაბრუნა თამაში, თორემ ვიქნებოდით ეხლა პირველ ადგილზე(ბოლოდან)
giorgi
11:42 11-09-2013
0
გასკდა გული,გაბელია იცახის საპანიკო არაფერიაო,,მარტალია ალბატ
reso
11:05 11-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული