"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანიდან გაშვებული გოლით დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი დაკარგა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ფინელებთან შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, ქომაგს ბოდიში მოუხადა.
"მე პირადად ბოდიში მაქვს მოსახდელი გულშემატკივრებისთვის არა მხოლოდ წითელი ბარათის, არამედ თამაშის გამოც.
უკმაყოფილო ვარ როგორც საკუთარი, ისე მთლიანად გუნდის თამაშის ხარისხითაც და ბოდიშს ვუხდი საქართველოს გულშემატკივარს",
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა
დავით თარგამაძე: მსაჯისგან გამიკვირდა, რომ ასეთი პენალტი დადო
მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]