დავით თარგამაძე: მსაჯისგან გამიკვირდა, რომ ასეთი პენალტი დადო

AutoSharing Option
10 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფინეთთან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდი 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანიდან გაშვებული გოლით დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი დაკარგა.

მსაჯმა პენალტი დავით თარგამაძის მიერ ხელით თამაშის გამო დანიშნა. თავად ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გაკვირვებული იყო:

"მსაჯისგან გამიკვირდა, რომ ასეთი პენალტი დადო. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი თამაში წავაგეთ", - თქვა თარგამაძემ "პირველ არხთან".
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში
თავიდანვე მქონდა

ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს
სანდრო კობახიძე: იმედგაცრუებული ვართ, მოგება გვინდოდა,მაგრამ არ გამოგვივიდა
მიქსუ პაატელაინენი: არბიტრმა პენალტი სამართლიანად დანიშნა
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ქვეყანაში როგორ ყველანიუსინდისოებად გარდაიქმნენ, თითქოს ისე ითამაშეს რომ მარტო იმ პენალტმა გააფუჭა თამაში. მეორე გოლს რატომ არ იხსენებენ რომელიც არ ჩათვალა
gaga
23:00 11-09-2013
0
მე მგონი ხელით თამაში იყო,ფინელებმა გვაჯობეს და რატომ არ გვინდა ვაღიაროთ?მსაჯზე გადაბრალება როგორ შეიძლება, კი ერთი გოლი წყვეტს ხოლმე ყველაფერს, მაგრამ თამაში თვითონ ვერ გავიგე, ან აჩიკო არველაძის შეფასება რა იყო, ამხელა ფეხბურთი აქვს ნათამაშები, სწორი იყო მერაბ მამულაშვილის შეფასება
თამაზი
02:28 12-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული