ტაში! ტაში! ვუსწრებთ ანდორას და სან მარინოს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ნაკრებმა მორიგი ციკლი ჩააგდო, თუმცა ჯერ არავის უთქვამს, ქუდს დავიხურავ და წავალო და არც ის უთქვამს რომელიმე ოფიციალურ პირს, ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გაწყვეტაზე დავფიქრდებითო.

აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მომავალ შესარჩევ ციკლშიც საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს...

მიმდინარე საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრებს ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი - 15 ოქტომბერს, სტუმრად ესპანეთთან.

თემურ ქეცბაიამ ფინეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა - წინა შესარჩევში მეხუთე ადგილი დავიკავეთ, ახლა კი, შესაძლოა, მეოთხეზე გავიდეთო.

სტატისტიკა კარგი
რამეა, თუმცა ის ყველაფერს ვერ მოიცავს, მაგალითად, თამაშის ხარისხს, მწვრთნელის შემოქმედებით უნარებს და გუნდში შექმნილ სიტუაციას. მაგრამ თუ მაინცდამაინც სტატისტიკურად გვინდა ყველაფრის შეფასება, არც ეგ არის ურიგო საქმე. უეფას ზონაში 8 ჯგუფია და მივყვეთ თანმიმდევრობით.

A ჯგუფის აუტსაიდერებმა, მაკედონიამ და უელსმა ჯგუფში 2-2 თამაში მოიგეს, მაკედონიამ 6 გოლი გაიტანა, უელსმა - 7.
B ჯგუფის ბოლო გუნდმა მალტამ 1 მატჩი მოიგო და 4 გოლი გაიტანა.
C ჯგუფის მაჩანჩალა ფარერებმა 3 გოლი გაიტანა, თუმცა ერთი თამაშიც ვერ მოიგო.
D ჯგუფის ჯაბანმა ანდორამ თამაშიც ვერ მოიგო და გოლიც ვერ გაიტანა.
E ჯგუფის ბოლოადგილოსანმა კვიპროსმა ერთი თამაში მოიგო და 4 გოლი გაიტანა.
F ჯგუფის აუტსაიდერმა აზერბაიჯანმა თამაში ვერ მოიგო, ისე კი 4 გოლის გატანა მოახერხა.
G ჯგუფში ვერ მოიგო თამაში ლიხტენშტაინმაც, თუმცა 3 გოლი კი გაიტანა.
H ჯგუფში ბოლო ადგილზე მყოფმა სან მარინომ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ყველა მატჩი წააგო.
I ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე დამკვიდრებულმა საქართველომ ერთი თამაში მოიგო და 3 გოლი გაიტანა.

გოლების მიხედვით საქართველო მაჩანჩალებიდან აღემატება მხოლოდ ანდორასა და სან მარინოს, თანაბარი მონაგარი აქვს ფარერებთან და ლიხტენშტაინთან.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ასეთ სტატისტიკაზე ქეცბაია და მისი მომხრეები...

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს კარგი მაჩვენებელი აქვს გაშვებული გოლების მიხედვით - ჯერ მხოლოდ 8 ბურთი მიიღო მეტოქეებისგან და ამის მიხედვით, ყველა ჯგუფის აუტსაიდერს სჯობნის. ეგ კი არა, C ჯგუფის მეორე და მესამეადგილოსნებმა - შვედეთმა და ავსტრიამაც 8-8 გოლი გაუშვეს. იგივე მაჩვენებელი აქვს F ჯგუფის მეორეადგილოსან პორტუგალიასაც.

ფინეთთან მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია რომ დასრულდა, რამდენიმე ჟურნალისტმა ქეცბაიას ტაში დაუკრა. დღეს ასეთი ვითარებაა ქართულ მასმედიაში და ყოველგვარი ირონიის გარეშე უნდა ითქვას, რომ ასეთ ქვეყანაში ძალიან ძნელია ჟურნალისტობაც.

ჟურნალისტი ცნობისმოყვარე უნდა იყოს და, ალბათ, ჩემი ბრალია, ამ ჟურნალისტებს რომ არ ვკითხე, რისთვის დაუკრეს ტაში ნაკრების მთავარ მწვრთნელს?..

ფინეთთან შეხვედრაში ათასობით გულშემატკივარმა ტაში დაუკრა ჯაბა კანკავასაც, როცა ის არბიტრმა გააძევა და მოედანს ტოვებდა. კანკავამ გუნდი ათი კაცით დატოვა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. გასაკვირი აქაც ისაა, რისთვის დაუკრეს მას ტაში?

როცა კლაუს ტოპმიოლერი იყო საქართველოს ნაკრების თავკაცი და შინ იტალიას ვეთამაშებოდით, კანკავა მაშინაც გააძევეს და მაშინაც, რატომღაც, ტაში დაიმსახურა.

ისე, ქეცბაია ერთ რამეში მართალია - სანამ ქვეყანა წინ არ წავა, აქ ყველაფერი ძნელია, ყველაფერი საჯახიროა...

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლი. საქართველოს ნაკრები
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს
თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა
მკითხველის კომენტარები / 19 /
კაცებო, არ გეწყინოთ და ქეთევანმა გაჯობათ ანალიზში! :) ასპროცენტიანია. და ნურავის დავაბრალებთ, ფეხბურთი რომ არ ვითარდება. ამას ვერც ფედერაცია უშველის და ვერც ვითომ მილიონერი კლუბების პრეზიდენტები. ეზოში ბავშვების გაშვებაც ხომ არაა მაგათზე დამოკიდებული?! მაშ, რატომ არ თამაშობენ ბავშვები ეზოში ფეხბურთს - იმიტომ, რომ არაა ფეხბურთი საქართველოში პოპულარული და შედეგიც ზუსტად ისეთი გვაქვს, როგორიც შეგვეფერება (შეიძლება მეტიც კი).
svet
23:52 14-09-2013
0
ნეტა თუ მოვა ის დილა, რომ კომპს გავხსნი და ქეცბაიას გაგდების შესახებ წაავიკითხავ...მსგავსი ბედნიერი დილა ალბათ არ ექნება ქართულ ფეხბურთსაც.
murtalo
03:39 15-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული