ამ ყველაფერს წინ საქართველოს ნაკრების მატჩები უძღოდა საფრანგეთთან და ფინეთთან. ზურას არცერთ შეხვედრაში უთამაშია და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არსებულ კონფლიქტზე ინფორმაცია გავრცელდა.
"ვფიქრობ, რომ მაგას კიდევ შეეძლო ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ რაკი ეგ გადაწყვეტილება მიიღო...
სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ჩემთან არ ულაპარაკია.
მაგასთან საუბარი თამაშამდე მქონდა – ავუხსენი სიტუაცია, სამი ცენტრალური მცველიდან სამივეს ყვითელი ბარათი ჰქონდა და ერთ-ერთს ეს
ალბათ, ეს არ მოეწონა და ამის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ვისაც არ უნდა ნაკრებში, არავის შევეხვეწებით! ნაკრები ხალხმა გამოიყენა..." - განაცხადა ქეცბაიამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვაში.
ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის
თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა
ზურაბ ხიზანიშვილი: უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ!