თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილის მიერ 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოეხმაურა.

ამ ყველაფერს წინ საქართველოს ნაკრების მატჩები უძღოდა საფრანგეთთან და ფინეთთან. ზურას არცერთ შეხვედრაში უთამაშია და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არსებულ კონფლიქტზე ინფორმაცია გავრცელდა.

"ვფიქრობ, რომ მაგას კიდევ შეეძლო ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ რაკი ეგ გადაწყვეტილება მიიღო...

სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ჩემთან არ ულაპარაკია.

მაგასთან საუბარი თამაშამდე მქონდა – ავუხსენი სიტუაცია, სამი ცენტრალური მცველიდან სამივეს ყვითელი ბარათი ჰქონდა და ერთ-ერთს ეს
თამაში უნდა გამოეტოვებინა.

ალბათ, ეს არ მოეწონა და ამის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ვისაც არ უნდა ნაკრებში, არავის შევეხვეწებით! ნაკრები ხალხმა გამოიყენა..."
- განაცხადა ქეცბაიამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვაში.

ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის
თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა
ზურაბ ხიზანიშვილი: უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ!
მკითხველის კომენტარები / 14 /
მართალი ხარ თემო.
ika 1987
16:13 19-09-2013
0
ქეცბაიას დონის მწვრთნელი საქართველოში არ მეგულება. ყველა ქართველი ფეხბურთელის საერთო ღირებულება (ფულადიც და პროდუქტიულიც)ერთი საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელის ღირებულებაზე ნაკლებია, შესაბამისად, უკეთესი შედეგის მიღება ილუზიაა. გუშინ მაურინიოს "ჩელსი"-მ "ბაზელ"_თან წააგო, ამიტომ გავუშვან? ფეხბურთელი ნაკრებში კი არ უნდა სწავლობდეს თამაშს, ის ნასწავლი უნდა იყოს და მწვრთნელის სქემას მოერგოს. ფეხბურთელი მწვრთნელის დავალებას უსიტყვოდ უნდა ასრულებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში არ უნდა ითამაშოს. ქეცბაია იქნება თუ სხვა, ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ფეხბურთელებს (ერთი-ორის გარდა) არც ნიჭი აქვთ, არც ფიზიკური მომზადება, არც ქვეყნის სიყვარული და არც "ჯიგარი". ჟურნალისტებს ქეცბაია იმიტომ არ მოწონთ, მათ უვიცობაზე და არაპროფესიონალიზმზე სიმართლეს რომ ეუბნება.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული