ABC.es ამ შეხვედრას სპეციალურ სტატიას უძღვნის. გამოცემის მტკიცებით, ეს მატჩი ერთი-ორად მნიშვნელოვანია ესპანეთისთვის, რადგან სწორედ ამ შეხვედრაში უნდა მიიღოს "ფურია როხამ" მუნდიალის საგზური.
შეგახსენებთ, რომ ამისთვის ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ფრეც ჰყოფნის.
"ამ შეხვედრას კასტილია- ლა მანჩის ქალაქისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბასეტე უკვე ცხოვრობს ამ მატჩით. 15-ში "კარლოს ბელმონტე", რომელიც 17 500 მაყურებელს იტევს, ალბათ ბოლომდე შეივსება.
ქალაქის მცხოვრებლებს სურთ თვალი შეავლონ მუნდიალის და ევროპის ჩემპიონატის ტიტულებს,
საქართველოს ნაკრები სამშაბათიდან ალბასეტეში ცხოვრობს და "სიუდად დეპორტივა ანდრეს ინიესტაზე" ვარჯიშობს.
საქართველოს ნაკრები სულაც არ აპირებს დანებებას და მოგებისთვის იბრძოლებს", - წერს საიტი.
***
ამასობაში ბელარუსის ნაკრების 2:1 დამარცხების შემდეგ ვისენტე დელ ბოსკე სამშაბათის მატჩსაც შეეხო. ესპანეთის ნაკრების თავკაცს შეეკითხნენ, ვინ იდგება კარში საქართველოსთან მატჩში:
"ბელარუსთან ვალდესი ვარჩიეთ, რადგან კასილიასმა წინა თვეში მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა. თუმცა საქართველოსთან მატჩში ვინ ითამაშებს, ჯერ არ გადამიწყვეტია, სამშაბათს ნახავთ", - განაცხადა დელ ბოსკემ.
დელ ბოსკე ფეხბურთელებს მოუწოდებს არ მოდუნდნენ:
"მიზანი ჯერ მიღწეული არ არის და სამშაბათს ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ - ესეც რთული მატჩი გველის".
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთს თუ მოვუგებთ
ყველა თავის წარომჩენას მოინდომებს , ხოდა სწორედ მანდ დაგვერხაააა !