ესპანეთი-საქართველოს წინ: იდეალური ამინდი და 300 ქართველი ფანი ალბასეტეში

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23 საათზე თემურ ქეცბაიას გუნდი 2014 წლის მუნდიალის უკანასკნელ შესარჩევ მატჩს გამართავს - ჩვენი მეტოქე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთია.

ალბასეტეში, სადაც უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, ნაკრების პრესსპიკერს, ოთარ გიორგაძეს დავუკავშირდით:

"ნაკრები თამაშისთვის ნაყოფიერად მოემზადა. შეკრებაზე მყოფთაგან ტრავმა არავის აწუხებს, რაც ამ შესარჩევ ციკლში, მგონი, პირველი შემთხვევაა. დღეს გუნდი ისვენებს და თამაშისთვის ემზადება. სტადიონზე 2 საათით ადრე მივალთ.

ქალაქში ძალიან საფეხბურთო ატმოსფეროა - მართალია, ბანერები არსად შემინიშნავს, მაგრამ ალბასეტე ამ შეხვედრით ცხოვრობს და ამბობენ, სტადიონზე სრული
ანშლაგი იქნებაო
.

ასეთი კეთილგანწყობილი გულშემატკივრები არსად გვინახავს. სანამ სტადიონზე მივიდოდით და მერეც მთელი ქალაქი ჩვენს
ავტობუსს ესალმებოდა.

ეს პირადად ანდრეს ინიესტას თამაშია, ის ახლო სოფელშია დაბადებული და ამ მხარის ყველაზე ცნობილი ადამიანია. აქ ძალიან უხარია
თ, რომ ინიესტა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

გულშემატკივრების გარეშე არც საქართველოს ნაკრები იქნება - მთელი ესპანეთიდან 300-მდე ქართველი ფანი გროვდება.

საერთაშორისო აჟიოტაჟი დიდია, ამ შეხვედრიდან შესარჩევ ციკლში რეკორდული რაოდენობის ტელერეპორტაჟი გადაიცემა.

ალბასეტეში იდეალური ამინდია - 20-22 გრადუსი"
, - გვითხრა ოთარ გიორგაძემ.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი VS საქართველო - ნაცნობი სიტუაცია
თემურ ქეცბაია: ჩვენი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული