ალბასეტეში, სადაც უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, ნაკრების პრესსპიკერს, ოთარ გიორგაძეს დავუკავშირდით:
"ნაკრები თამაშისთვის ნაყოფიერად მოემზადა. შეკრებაზე მყოფთაგან ტრავმა არავის აწუხებს, რაც ამ შესარჩევ ციკლში, მგონი, პირველი შემთხვევაა. დღეს გუნდი ისვენებს და თამაშისთვის ემზადება. სტადიონზე 2 საათით ადრე მივალთ.
ქალაქში ძალიან საფეხბურთო ატმოსფეროა - მართალია, ბანერები არსად შემინიშნავს, მაგრამ ალბასეტე ამ შეხვედრით ცხოვრობს და ამბობენ, სტადიონზე სრული
ასეთი კეთილგანწყობილი გულშემატკივრები არსად გვინახავს. სანამ სტადიონზე მივიდოდით და მერეც მთელი ქალაქი ჩვენს ავტობუსს ესალმებოდა.
ეს პირადად ანდრეს ინიესტას თამაშია, ის ახლო სოფელშია დაბადებული და ამ მხარის ყველაზე ცნობილი ადამიანია. აქ ძალიან უხარიათ, რომ ინიესტა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
გულშემატკივრების გარეშე არც საქართველოს ნაკრები იქნება - მთელი ესპანეთიდან 300-მდე ქართველი ფანი გროვდება.
საერთაშორისო აჟიოტაჟი დიდია, ამ შეხვედრიდან შესარჩევ ციკლში რეკორდული რაოდენობის ტელერეპორტაჟი გადაიცემა.
ალბასეტეში იდეალური ამინდია - 20-22 გრადუსი", - გვითხრა ოთარ გიორგაძემ.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი VS საქართველო - ნაცნობი სიტუაცია
თემურ ქეცბაია: ჩვენი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით