"ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის", - განაცხადა მაშინ ხიზანიშვილმა (იხილეთ ვრცლად).
ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა 1999 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით სულ 91 შეხვედრა ჩაატარა.
კარიერის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს უთამაშია თბილისის "დინამოში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში".
ზურაბ ხიზანიშვილი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
ირაკლი ბენდელიანი:
- მოგესალმები, ზურაბ! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო იმ ერთგულებისთვის, რაც შენ ნაკრებისთვის გააკეთე.
- დიდი მადლობა, ირაკლი! მიზეზი ნაკრებიდან წამოსვლისა არ იყო 1-2 დღეში მიღებული გადაწყვეტილება. პასუხის გაცემა გამიჭირდება ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ უფრო კარგი გამოსავალი იქნება, როცა ყველას ერთად პირდაპირ ეთერს დაგვითმობენ და იქ ყველა იქნება წარმოდგენილი... ასე, მარტო ჩემი აზრის მოსმენა გულშემატკივრისთვის არასწორი იქნება...
ზურაბ ხიზანიშვილის ინტერნეტკონფერენციის სრული ვერსია
ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე: ზურას პირადად ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა
ოთარ გაბელია: ხიზანიშვილს თამაში რომ არ შეეძლოს, კლუბშიც არ ათამაშებდნენ
თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის