ოთარ გაბელია: ხიზანიშვილს თამაში რომ არ შეეძლოს, კლუბშიც არ ათამაშებდნენ

AutoSharing Option
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარე ოთარ გაბელია ფეხბურთელობის მერე მწვრთნელი გახდა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის არაერთი გუნდი გაუწვრთნია; წლების განმავლობაში მუშაობდა ქვეყნის მთავარ გუნდშიც, სადაც მეკარეებს ავარჯიშებდა.

გაბელიას მიერ გაწვრთნილი გუნდები სწორი, დალაგებული თამაშით გამოირჩეოდნენ. ისეც მომხდარა, რომ იმ გუნდებში სტაბილური ფინანსური მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რიგიანი შედეგი ჰქონდა.

ბოლოს გაბელია "ზუგდიდში" მუშაობდა და, ალბათ, მალე ვიხილავთ სხვა გუნდში. მანამდე კი ბატონი ოთარი "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

- ბოლო პერიოდში რომელიმე გუნდიდან მიწვევა ხომ არ გქონიათ?
- ჯერჯერობით
სამწვრთნელო საქმიანობისგან ვისვენებ. გამოჩნდა ირანის ვარიანტი, ერთ-ერთი იქაური გუნდი უნდა ჩამებარებინა, დოკუმენტაციაც გავგზავნე, თუმცა საქმე ამის იქით ჯერ არ წასულა და ვნახოთ, რა იქნება.

- ალბათ, უყურეთ საქართველოს ნაკრების თამაშს საფრანგეთთან და ფინეთთან. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა საფრანგეთთან, ფინეთთან კი სასურველ შედეგს რომ ვერ მივაღწიეთ, ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. მესამე ადგილზე გასვლა გვინდოდა და არ გამოვიდა.

ვფიქრობ, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალების უცბად აღდგენა ვერ მოახერხეს და ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა შედეგზე.

დასამალი არ არის, რომ ფინეთთან მეც მოგებას ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.

- ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები კარგად რომ ვერ გამოვიდა, ამას რას დააბრალებდით?
- ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობა თავიანთ კლუბებში ნაკრებისთვის პრობლემას წარმოადგენს. როცა ზედიზედ 3-4 მატჩს ვერ თამაშობ ძირითადში, რამდენიმედღიან სანაკრებო შეკრებაზე ძნელია ამ ყველაფრის კომპენსირება. ასეთ დროს შესაძლებელია, რომ ნაკრებმა ერთი-ორი მატჩი კარგად ჩაატაროს შესარჩევში, მაგრამ საბოლოო შედეგის მიღწევა, უთამაშებელი ფეხბურთელებით, ძალიან რთულია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაკრები სულ სხვა დონეა, სულ სხვა მოწინააღმდეგესთან გიწევს თამაში.

- ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების რომელ მოთამაშეებს გამოარჩევდით?
- ცალკეულ მატჩებში იყო გამონათებები. კმაყოფილი დავრჩი საქართველოს ნაკრების მეკარეებით.

- მეკარეების გარდა ვერავის გამოარჩევდით?
- ძნელია ვინმეს გამორჩევა. რამდენიმე შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი იყო გამორჩეული, ბელორუსთან ეფექტური გოლიც გაიტანა... ვფიქრობ, ოქრიაშვილსა და ნაკრების სხვა ფეხბურთელებს უფრო მეტიც შეუძლიათ.

- ზურაბ ხიზანიშვილი ნაკრებიდან წავიდა - როგორ ფიქრობთ, ის აღარ სჭირდება საქართველოს ნაკრებს? აღარ შეუძლია სანაკრებო დონეზე თამაში?
- ხიზანიშვილს თამაში რომ აღარ შეეძლოს, მაშინ კლუბშიც არ ათამაშებდნენ. 38-40 წლის ფეხბურთელები თამაშობენ ნაკრებში და მხოლოდ ასაკის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ისე არ გაქვს საქმე, რომ ნაკრების კანდიდატთა სიაში 40-50 ფეხბურთელი გვყავდეს.

ერთი სიტყვით, ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემას მოვერიდები.

- ნუკრი რევიშვილზეც გკითხავთ. ფინეთის ნაკრებთან მის თამაშს როგორ შეაფასებდით?
- რევიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გორის "დილაში" რომ მივიდა, მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკა ხომ უაღრესად აუცილებელია.

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე მან ძალიან კარგად ითამაშა. რაც შეეხება ფინეთთან შეხვედრას, ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგად ითამაშა, ორი-სამი ისეთი მომენტი განმუხტა, გუნდი გოლისგან რომ იხსნა.

საფრანგეთთან გიორგი ლორიამ ძალიან კარგად რომ ითამაშა, ამის მერე, რამდენიმე დღეში, მას სხვა მეკარე რომ შეცვლის, ეს არცთუ პატარა ფსიქოლოგიური ტვირთია. ასეთი წნეხის ქვეშ ნებისმიერი მაღალი დონის მეკარე მოექცეოდა.

- ახალგაზრდა ქართველ მეკარეებზე რას გვეტყოდით?
- ლორიასა და რევიშვილის გარდა, გვყავს როინ კვასხვაძე და ომარ მიგინეიშვილი. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, აქ გაბრიელ თებიძეს გამოვყოფდი, რომელმაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიჩინა თავი. არიან სხვა ნიჭიერი მეკარეებიც, თუმცა ეროვნულ ნაკრებში თამაში მათთვის ჯერ ადრეა. მთავარია, ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ.

- ბოლოს მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ. რა ტენდენციებს ამჩნევთ?
- სოლიდური გუნდია "დინამო", თუმცა ვისურვებდი, რომ უკეთესი იყოს. ჯერჯერობით სტაბილურობა აკლია "ზესტაფონს". ნორმალური გუნდი ჩანს "მეტალურგი", იგივე უნდა ითქვას "ჩიხურაზეც"; ახალგაზრდული "ტორპედო" რამდენად სტაბილურად გააგრძელებს ჩემპიონატს, ახლა გამოჩნდება; "დილამ" როგორც ითამაშა ევროსარბიელზე, ყველამ ვნახეთ.

მე მაინც მგონია, რომ საშუალოევროპული დონის გუნდებთან ქართველებს შეუძლიათ თამაში, თუ იქნება დაცული სათამაშო დისციპლინა, თუ ექნებათ სათანადო ფიზიკური მომზადება და თუ ითამაშებენ სწორ ფეხბურთს. რა თქმა უნდა, საშუალოევროპული დონის გუნდებში "ტოტენჰემს" არ ვგულისხმობ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის
თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა
მკითხველის კომენტარები / 9 /
chemi azrit saqartvelos nakrebs arayavs iseti dzlieri pexburteli rom raime seriozul shedegs miagcion, yvelze kargi iqneboda bavshvta pexburts tu mieqceva yuradgeba. dzalian nichieri bavshvebi arian saqartveloshi da mat schirdebat scori agzrda romelic aq araris da amitomac bevri nichieri pexburteli ikargeba, gazardon eg nichieri bavshvebi sheucyon xeli da momavalshi gveyoleba dzlieri pexburtelebi da dzlieri nakrebi.
nika
21:01 24-09-2013
0
ერთი რამე ვერ გავიგე,კი ბატონო ფეხბურთელები არ გვყავსო ამბობთ,გეთანხმებით არ გვყავს,თუ არ გვყავს ფეხბურთელები მაშინ მაღალანაზღაურებადი ქეცბაია რაში გვჭირდება? ვერ გავიგე,რა გაჭივრებულია და ვეხმარებით?თუ რაშია საქმე.დანიშნონ ვინმე 150000-200000 ლარიანი მწვრთნელი და მორჩა.მეორეც არცერთი მწვრთნელი მსოფლიოში არ გამოიძახებდა ყენიას ნაკრებში,რომელსაც ორწელიწად ნახევარი ბურთზე ფეხი არ დაუკარებია და რის ნაკრები რა ნაკრები,მესმის კაცურად დაუდგა გვერდში,მაგრამ დაუფასაეს,არა.რაც შეეხება ხიზანას არც ის არ უნდა გამოეძახებინა ხოლმე,მაგრამ უღირსი,რომ გამოიძახე ესეც შენი არცოდნის ბრალია თემურ ბატონო.კი ბატონო გამოიძახე და ვალდებულს გხდის ფორმაშია თუ არა მათამაშეო.რაც შეეხება გაბელიას,რომ თამაში,რომ არ შეეძლოს ხიზანას კლუბში არ ათამაშებდნენო:კლუბში თუ არა ეგეც თამაშობს ახლა რეალში ან ბარსელონაში.
roma
22:12 20-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული