ზურაბ ხიზანიშვილი: კარგი იქნება, თუ ყველას ერთად პირდაპირ ეთერს დაგვითმობენ

AutoSharing Option
"ქაისერისფორის" 33 წლის მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა ერთი თვის წინ დაასრულა.

"ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის",
- განაცხადა მაშინ ხიზანიშვილმა (იხილეთ ვრცლად).

ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერა 1999 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით სულ 91 შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს უთამაშია თბილისის "დინამოში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში".

ზურაბ ხიზანიშვილი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ირაკლი ბენდელიანი:
- მოგესალმები, ზურაბ! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადო იმ ერთგულებისთვის, რაც შენ ნაკრებისთვის გააკეთე.
იქნებ სრულფასოვნად აგვიხსნა, რა იყო მიზეზი ნაკრებიდან წამოსვლის?
- დიდი მადლობა, ირაკლი! მიზეზი ნაკრებიდან წამოსვლისა არ იყო 1-2 დღეში მიღებული გადაწყვეტილება. პასუხის გაცემა გამიჭირდება ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ უფრო კარგი გამოსავალი იქნება, როცა ყველას ერთად პირდაპირ ეთერს დაგვითმობენ და იქ ყველა იქნება წარმოდგენილი... ასე, მარტო ჩემი აზრის მოსმენა გულშემატკივრისთვის არასწორი იქნება...

ზურაბ ხიზანიშვილის ინტერნეტკონფერენციის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

არჩილ არველაძე: ზურას პირადად ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა
ოთარ გაბელია: ხიზანიშვილს თამაში რომ არ შეეძლოს, კლუბშიც არ ათამაშებდნენ

თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!
ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის
მკითხველის კომენტარები / 4 /
სანაკრებო დონეზე რომ ვერ თამაშობს მაგას თვითონ უნდა ხვდებოდეს,ბოლო თამაშებში ქეცბაიამ რამდენჯერ დააყენა ძირითადში,იმდენჯერ მაგისი შეცდომებით წავაგეთ..
temo
18:49 29-10-2013
0
დროა თვითკრიტიკა ისწავლოთ ფეხბურთელებმა
NIKO2
18:52 29-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული