კვირის 1000 წვრილმანი: კონტრაქტი თუ ჯენტლმენობა?

AutoSharing Option
16 ნოემბერს თემურ ქეცბაია თბილისში ჩამოვიდას. ქეცბაია - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც თითქოს მხრებით ეზიდებოდა ტვირთს, როცა ნაკრებში თამაშობდა...

დღეს კი მწვრთნელი ქეცბაია მარტოა. მასზე თითქმის არავინ ამბობს, რომ უნდა დარჩეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, რომ კიდევ უნდა მივცეთ დრო, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე დაამთავროს...

ქეცბაიას მხარეს მხოლოდ კონტრაქტი დარჩა, რომლის მიხედვითაც ის კიდევ ერთი შესარჩევი ციკლით უნდა დარჩეს ნაკრების თავკაცად.

ქეცბაიას ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ამას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
უნდა მოჰყვეს. კონტრაქტი დოკუმენტია, ოღონდაც, მხოლოდ დოკუმენტებით ცხოვრება წარმოუდგენელია.

ცხადია, საქართველოში დაბრუნებული ქეცბაია ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება, ისიც ნათელია, რომ ფედერაცია ამ შეხვედრისთვის კარგად იქნება მომზადებული, რადგან უკვე იცის, რა უნდა უთხრას ქეცბაიას, უბრალოდ, ამას ჯერ ვერ ამბობს, რადგან უცნობია მწვრთნელის პოზიცია.

ისეთი სიტუაციაა, ნაირგვარ ვარაუდებს ვერ წარმოვიდგენთ. საქმესთან ყველაზე ახლოს ეს ვერსია უნდა იყოს - ფედერაცია ქეცბაიას კონტრაქტის გაწყვეტაზე და, შესაბამისად, კომპენსაციაზე ჩამოუგდებს სიტყვას.

წინა შესარჩევი ციკლის დასრულებიდან დაახლოებით ერთი თვე გავიდა, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ იყოს მიღებული.

რა თქმა უნდა, დრო ქეცბაიასაც ჰქონდა, მას ფეხბურთში ბევრი უნახავს და ვერავინ დამაჯერებს, რომ ვერ გრძნობდეს სიტუაციას.

ქეცბაიას ხელშეკრულება ფეხბურთის ფედერაციასთან აქვს, ჯამაგირს კი სახელმწიფო იხდის, ანუ ფედერაცია მხოლოდ ფორმალურად არის მწვრთნელის დამქირავებელი. სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა გამოსავალი აქედანაც მოიძებნება.

ქეცბაიას ცუდ დროს მოუწია საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნამ - ძალმომრეობისა და შადრევნების ბუმის დროს. დღეს ლაპარაკის აღარ ეშინიათ, მათ შორის - კერძო საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტებსაც, რომელთა უკანაც ბიზნესი დგას, თორემ ადრე ხმის ამოღება დისიდენტობის ტოლფასი იყო. დარწმუნებული ვარ, ქეცბაია ამაზეც დაფიქრდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ხელფასი ბევრი ქართული კლუბის წლიური ბიუჯეტის ტოლფასია. შესაძლოა, ასეთნაირად არ უნდა განვიხილავდეთ ამ საკითხს, რადგან კარგი მწვრთნელი თუ გვინდა, მისი ჯამაგირი საერთოდ არ უნდა იყოს განსახილველი, მაგრამ არსებობს სხვა რეალობაც - მძიმე სოციალური ვითარება ქვეყანაში, უკუსვლა და უსამართლობა საკლუბო ფეხბურთში, უამრავი კითხვა ეროვნულ ნაკრებზე - რა შედეგი გვინდა, საით მივდივართ, არსებობს თუ არა გეგმაზომიერი პოლიტიკა და არის თუ არა მწვრთნელის ხელფასი ასეთნაირად გაწერილი? ფეხბურთი ბევრად უფრო სათუთი თემაა, ვიდრე პური და სანახაობა - ეს ვერ გათვალეს ყოვლისმცოდნე ლიბერტარიანელებმა და ქვეყანას პრობლემა შეატოვეს.

მე მაინც მგონია, რომ ქეცბაია ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუნდაც იმიტომ, რომ ის მთელი გულითა და სულით თამაშობდა ეროვნული გუნდისთვის.

ასეთი გადაწყვეტილება კი გააიოლებს პრობლემის მოგვარებას. არ ვიცი, რას უფრო მეტი ძალა აქვს - კონტრაქტს თუ ჯენტლმენობას? საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა კიდევ ამიტომაც არის ძალიან ძნელი - დიდ გამოცდებს უნდა გაუძლო.

წარმოუდგენელია ხისტი პოზიციის შენარჩუნება, როცა მოკავშირე არსად არ გეგულება;

წარმოუდგენელია, არაადეკვატური იყოს ფეხბურთში ჭიპმოჭრილი ადამიანი.

ქეცბაიას ჩამოსვლა, მოლაპარაკება ფედერაციასთან და გადაწყვეტილება - ეს უნდა იყოს დამდეგი კვირის მთავარი ამბავი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"შეკითხვები ჩვენც გვაქვს!" - ზვიად სიჭინავა თემურ ქეცბაიას აღარ იცავს

მკითხველის კომენტარები / 20 /
უფო დიდი პრობლემებია აქვს ქართულ ფეხბურთს ვიდრე ქეცბაია და ვინც არ უნდა მოვიდე არაფერ ეშველება საქმეს თუ თვითონ ფეღბურთის ფედარაციაში არ მოხდა წმენდვა ერთიდაიგივე ხალხი ზის რასაც ვუყურებ მუდამ და ფხანვით კვდებიან
წადით რა თქვენი რა შეჭამეთ და დააჭაომეთ ეს სფერო მაფიოზი დეედ...
მ.... თქვენი.(ყველას არ ეხება)
ფეხბურთის მაფიოზების საყურადღებოდ
12:54 18-11-2013
0
სასაცილო ის არის , სხვადასხვა სახელებით ცუდს რომ წერენ ქეცბაიაზე :)) უფრო მეტნი გამოჩნდებით არა ?!
sakarTvelo
10:55 18-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული