ალეკო ამისულაშვილი: თემურს ჩემთან აქვს კითხვები, მე კი - მასთან

AutoSharing Option
ალექსანდრე ამისულაშვილი ვეტერანი ფეხბურთელის, კახა ახალაძის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობდა.

სამარის "კრილია სოვეტოვის" მცველი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცის თანადგომა ყველა ფეხბურთელს მოეთხოვება. გამოცდილ მცველს სხვა თემებზეც ველაპარაკეთ:

- როცა კახას ამბავი გავიგე, ძალიან განვიცადე. ნიჭიერი მოთამაშე იყო, ამასთან, ძალიან კარგი ადამიანია. იმედია, მალე მომჯობინდება და მძიმე განცდებს წარსულში დატოვებს. შეხვედრაში მონაწილეობაზე დაუფიქრებლად დავთანხმდი. იქნებ მცირედით მაინც შევეშველოთ.

- სანაკრებო გამოსვლა ამ ეტაპზე საკუთარი სურვილით დაასრულეთ. გულწრფელად ვთქვათ - უნაკრებოდ მოთამაშეები სტიმულის გარეშე რჩებიან და გამონაკლისი არც თქვენ იქნებით.
-
მართალია. ნაკრები სულ სხვა სტიმულია და მასზე უარის თქმა სასიამოვნო სულაც არ იყო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, ყველაფერი ხდება, მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვა. ახლა სხვა ეტაპი დაიწყო, რომელსაც ასევე შეჩვევა სჭირდება.

- თქვენც და ქეცბაიამაც, ასე ვთქვათ, "ორთქლი" გამოუშვით და ერთმანეთს კრიტიკა არ დააკელით. მაგრამ ყველაფერი ხდება და მაინც გკითხავთ - მას შემდეგ თქვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა?
- არაფერი. მაშინაც ვთქვი, რომ ჩამოსვლის შემდეგ ქეცბაიას ნახვა მსურდა, მაგრამ ახლა ის კვიპროსშია და ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თემურს ჩემთან აქვს კითხვები, მე კი - მასთან. დალაპარაკებას კი წინ არაფერი უდგას.

- გულახდილად ვილაპარაკოთ: გულშემატკივარი ქეცბაიასგან ნაკრების უფერული თამაშების ახსნას ვერ იზიარებს, მაგრამ მეორე მხრივ, ხალხს ისიც აღიზიანებს, ნაკრების შეკრებაზე მოთამაშეები მასობრივად რომ არ ჩამოდიოდით. მიზეზი ყოველთვის მოიძებნებოდა, მაგრამ 6-7 კაცის ერთდროულ გამოუცხადებლობას გამართლება არ აქვს.
- მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ ერთი ვიცი - ჯანმრთელი ფეხბურთელები შეკრებაზე ყოველთვის ჩამოდიოდნენ, თუ იშვიათ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. ჩემზე კი ვერავინ იტყვის, რომ მოედანზე თავს არ ვდებდი და ბოლომდე არ ვიხარჯებოდი. ის, რომ გუნდი და რომელიმე მოთამაშე ყოველთვის სასურველ დონეზე ვერ გამოიყურებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრები ჩვენთვის მესამეხარისხოვანია.

- კლუბებს ისე მოულოდნელად იცვლით, პრევენციისთვის გკითხავთ - ახალ წელს კვლავ ახალ კლუბში ხომ არ გიხილავთ?
- ჯერ "კრილია სოვეტოვში" ვრჩები, რადგან კონტრაქტი 2014 წელს მიმთავრდება. სამარაში ყველაფერი კარგად ამეწყო, მაგრამ ფეხბურთში ისეთები ხდება, წინასწარ ვერავინ იტყვის, ხვალ სად ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვილი: ხიზანიშვილი და ქეცბაია ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც

რევაზ ძოძუაშვილი: მე რომ შემაგინებდნენ, უფრო მაგრად ვთამაშობდი [VIDEO]

თემურ ქეცბაია: ყველაზე უფრო იმის მეშინია, რომ ეს ბინძური ხალხი... [VIDEO]

ეს ომია! - თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილს გამოეხმაურა [VIDEO]
ზურაბ ხიზანიშვილი: როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო...

საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩენილნი
[ექსკლუზივი] ალეკო ამისულაშვილი თემურ ქეცბაიაზე: ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ

ქეცბაიაზე ნაწყენი ალეკო ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებიდან წავიდა
თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
უბანში არ ჩაიკუზებით რო რამე??!!
fona
04:13 31-12-2013
0
დავაი რა
reso
15:52 30-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული