შოთა გრიგალაშვილი: ქეცბაიას დანიშვნაზე მთელი კვიპროსი ლაპარაკობდა

AutoSharing Option
კვიპროსულ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" სპორტულ დირექტორად ინიშნება, გამოხმაურება უმალ მოჰყვა.

ქეცბაიას ოჯახის წარმომადგენელი დაუკავშირდა კვიპროსულ "თემა ონალინს" და უარყო ShowTime-cy-ს მიერ გავრცელებული ხმები.

იხილეთ:
ShowTime-cy: 9 იანვარს თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაინიშნება!
თემურ ქეცბაიას ოჯახი მის "ანორთოსისში" დაბრუნებას უარყოფს

გაზეთმა "ლელომ" ამბის გადამოწმება ანორთოსისის" ქართველ ლეგიონერთან, შოთა გრიგალაშვილთან სცადა.

- ქეცბაიას დანიშვნაზე დღეს მთელი კვიპროსი ლაპარაკობდა, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ ეს ამბავი მეც თანაგუნდელებისგან, ვარჯიშის შემდეგ შევიტყვე და არ ვიცი, მართალია თუ
არა.

- ის ახლა კვიპროსშია?
- არა მგონია. ის კი ვიცი, რომ "ვიტესის" თამაშზე, ჩვენების თამაშის სანახავად გაემგზავრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი შოთო ასახელე მოსკოვის პროსპექტი
tijana513
18:24 09-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული