მაციეი ჟურავსკი: არ დაივიწყოთ საქართველო!

AutoSharing Option
23 თებერვალს ნიცას "აკროპოლისში" ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.

უეფას საიტთან საუბარში პოლონეთის ნაკრების თავკაცმა ადამ ნავალკამ განაცხადა:

"ეს არ იყო ჩემი ოცნების ჯგუფი. ჩემი აზრით, გერმანია ფავორიტია, მაგრამ დანარჩენ გუნდებს თანაბარი შანსები აქვთ. საინტერესოა, რომ სწორედ ამ გუნდებთან, შოტლანდიასთან და გერმანიასთან გვიწევს მალე ამხანაგური მატჩები. ირლანდიასთან კი რამდენიმე თვის წინ ვითამაშეთ. ასე რომ, ამ გუნდებს კარგად გავიცნობთ. ახლა დროა, დავიწყოთ მზადების ეტაპი საკვალიფიკაციო ციკლისთვის".

"პოლანდ
სოკერ ბლოგმა" ამოკრიბა პოლონურ მედიაში სპეციალისტთა გამონათქვამები, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესოს აქ მოვიყვანთ.

სტეფან მაიევსკი (პოლონეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "იმედია, გერმანია ჩვენს კონკურენტებს ქულებს დააკარგვინებს. ირლანდიის, შოტლანდიისა და საქართველოს დამარცხება შეგვიძლია. ვფიქრობ, გასვლის კარგი შანსი გვაქვს".

მაციეი ჟურავსკი: "არ დავივიწყოთ საქართველოც. ეს გუნდი თავის მოედანზე ძალიან ძნელი დასამარცხებელია". შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჟურავსკიმ კარიერა 2011 წელს დაასრულა. მას პოლონეთის ნაკრებში 72 თამაშში 17 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული