საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს ვარშავის "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი ვლადიმერ დვალიშვილი და ცხინვალის "სპარტაკის" ფეხბურთელი ლევან კაკუბავა შეურთდებიან.
ნაკრები ლიხტენშტაინთან მატჩისთვის მზადებას 3 მარტს დაიწყებს. ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ორშაბათს, 13 საათზე, თემურ ქეცბაია მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი",
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი" ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი" ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია" ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)
საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური