კობიაშვილი ქეცბაიაზე: ამის მთქმელმა იმწამსვე უნდა დატოვოს ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ნათქვამს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ქეცბაია გადაცემა "არენის" სტუმარი იყო.

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ იტყვის, ქართული ფეხბურთი მოკვდაო... ქართულ ფეხბურთს გაპარტახებულს უწოდებს.

თავის ქვეყანას და ქართველ ხალხს ეუბნება, აქ სად ჩამომიყვანეთო, იმწამსვე უნდა დატოვოს ნაკრები და წავიდეს. სხვა შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს.

თუ ასე არ მოიქცევა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ესე იგი, ისინიც იზიარებენ ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსაზრებას", - დაწერა კობიაშვილმა
"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ასევე იხილეთ:
თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

გამოხმაურება: წასვლის დროც დამდგარა!
მკითხველის კომენტარები / 38 /
ქეცბაიას პოლიტიკა ფასადური იყო მარტო გარეგნული მხარე, პოლონეთთან გახსნა თამაში და დავინახეთ ყველამ ჩვენი შესაძლებლობები ,აქამდე შედეგზე იყო ორიენტირებული ოღონდ შედეგში იგულისხმება არა სადმე გასვლა არამედ დიდი ანგარიშით არ წაგება ნა ფრეს თამაში
grisha
19:42 17-11-2014
0
კობი შენ ბურთი კი აგორე გერმანიაში, მაგრამ მაღალი დონის ფეღბურთელი არასდროს ყოფილხარ.შენ იყავი ფეღბურთელი რომელიც მხოლოდშავ სამუშაოს ასრულებდი. შენი "გაკეთებული ;თამაში არავის ახსოვს.ქეცბაიას მისამართით გაკეთებულ კომენტარსაც ვერ მოგიწონებ,მისი დონისმაინც უნდა იყო.დაერთი კითხვა.ფეღბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა რომ გინდა რა განათლება გაქვს? საშუალო სკოლის ატესტატი მაინც თუ გაქვს?
kaci
00:42 18-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული