ლევან ცქიტიშვილი: ვიყავი, ვარ და ვიქნები კობიაშვილის გვერდით!

AutoSharing Option
38 წლის ლევან ცქიტიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის არასდროს ყოფილა რიგითი ფეხბურთელი. წლების განმავლობაში ეროვნული გუნდი მის გარეშე წარმოუდგენელი იყო.

ცქიტიშვილს დავუკავშირდით და ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვკითხეთ აზრი, მათ შორის - ლევან კობიაშვილის განცხადებაზეც...

იხილეთ:
ლევან კობიაშვილმა დაადასტურა: ჩამოვალ და მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში


- ლევან, თავდაპირველად, შევაფასოთ საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი პოლონეთთან...
- ძალიან დამწყდა გული. მეტიც, თამამად ვიტყვი, რომ გულმოკლული ვარ. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ. დაიწყო მეორე ნახევარი და დაინგრა ყველაფერი. პოლონელებმა ყველაფერში გვაჯობეს. საბოლოოდ, მივიღეთ 0:4.

რამდენადაც
მახსოვს, საქართველოს ნაკრები თბილისში ასეთი ანგარიშით არასოდეს დამარცხებულა. ძალიან საწყენია...

- თქვენი აზრით, როგორ დარჩება გულშემატკივრის მეხსიერებაში თემურ ქეცბაიას მიერ საქართველოს ნაკრებში გატარებული 5 წელი?
- ფაქტია, რომ წინ ვერ წავედით. ვერ შესრულდა გეგმა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციისა და თემურ ქეცბაიას მიერ იყო დასახული.

როგორ შეიძლება, უარი თქვა ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ალეკო ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე?.. გაახალგაზრდავების პროცესი უნდა წარმართულიყო გეგმაზომიერად და არა - სპონტანურად.

ეს ჩემი აზრია და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს - როცა საქმე ნაკრებს ეხება, ქვეყნის პირველ გუნდში უნდა ითამაშონ საუკეთესო ფეხბურთელებმა. ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. სწორედ გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ვისწავლე ბევრი რამ.

იმ ბიჭებისთვისაც კარგი იქნებოდა, ნაკრებში მრავლისმნახველი მოთამაშეები რომ დახვედროდნენ. ეს საერთო საქმეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგებოდა.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს შექმნილ ურთულეს სიტუაციაში?
- ვინც უნდა მოვიდეს, ძალიან გაუჭირდება. ახალ მწვრთნელს პირველი მატჩი გერმანიასთან უწევს და რა უნდა მოვთხოვოთ? მწვრთნელია, ჯადოქარი ხომ არ არის?

გვჭირდება სპეციალისტი, ვინც დარწმუნებული იქნება თავის შესაძლებლობებში, მან აუცილებლად ბოლომდე უნდა გამოიყენოს ქართული საფეხბურთო რესურსი. კი, ბევრი არ გვყავს კარგი ფეხბურთელი, მაგრამ არიან მოთამაშეები, ნაკრების გაძლიერება რომ შეუძლიათ. მაგალითად, იგივე ამისულაშვილი, სალუქვაძე... სხვების ჩამოთვლაც შეიძლება.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ქეცბაიას ბრალი არ არის ის ყველაფერი, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება. ჩვენ სახეზე გვაქვს სისტემური კრიზისი და გვინდა თუ არა, ეს უნდა ვაღიაროთ.

- მაშ, რა უნდა შეიცვალოს?
- უნდა შეიცვალოს მმართველობა ქართულ ფეხბურთში!

- ლევან კობიაშვილმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. კობიაშვილი თქვენი უახლოესი მეგობარია. ცხადია, მის გვერდით დადგებით...
- რა თქმა უნდა, "კობის" გვერდით ვიქნები. ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად ვართ და ერთად ვიქნებით მანამ, სანამ ვიარსებებთ.

- თუ ესაუბრეთ ლევანს ამ განცხადების შემდეგ?
- უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. ისედაც ხშირი კონტაქტი გვაქვს.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან ცქიტიშვილი და ლევან კობიაშვილი "ფრაიბურგში" თამაშის დროს
- ბევრი მიიჩნევს, რომ ქართული ფეხბურთი უკვე მოკვდა. ამის თაობაზე თემურ ქეცბაიამ ღიად განაცხადა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არა, ეს არ შეიძლება მოხდეს. საშველი არის. ქართულ ფეხბურთს სჭირდება ახალი სისხლი, ახალი იდეები... დამიჯერეთ, ჩვენი ფეხბურთი ცოცხალია. მაშინ მე გეკითხებით - საიდან მოდის ამდენი ნიჭიერი ბავშვი? ჩემი აზრი ესაა - გვაქვს დიდი კრიზისი, მაგრამ არა - გამოუვალი მდგომარეობა. ყველაფრის გამოსწორებას დრო სჭირდება. არადა, იმდენი დროა გადაყრილი წყალში...

საქართველოს ნაკრები ყველასია. ვინც მიცნობს, იცის, რომ მისთვის თავი არასდროს დამიზოგავს, მაგრამ მხოლოდ ნაკრები არ არის პრობლემა. ნაკრები პირამიდის წვერია და ამიტომაც უფრო ჩანს.

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ალიკ ჯიგარსონი ხარ. არ შეგეშინდეს ცირკაჩის
kakaura
24 ნოემბერი 2014 14:33
0
ცქიტიშვილის აზრია ეს და შენ რა გინდა? რა ახლა ჟურნალისტმა შენი შიშით ინტერვიუ ვეარ გააკეთოს? ალეკო გიცნობ ძმაო მე შენ. აქარ მინდა დასახელება, ვინ ვარ. ნეტა ყველა იყოს ეგეთი სულის და ეგეთი პოატიოსანი. მიდი შერუბერე ძმაო სიმართლე წერე.
kopala
23 ნოემბერი 2014 12:20
0
რატო უნდა მოაშორონ? ყველაფერზე წერს. იმათზეც, ამათზეც. შენ ვინ ხარ? რატო იბოღმები? შენ რო მოშორდე - არა? სიჭინავა, გიცანით, გამოდი))))))
5858-s
23 ნოემბერი 2014 12:17
0
ცქიტო შენც კაი ხვირმოგრეხილი ვინმე ხარ... და ეს ალეკო კაკაურიძე რო მოაშოროთ ამ გაზეთს და დაგვასვენოთ ჩვენც არა?
5858
23 ნოემბერი 2014 12:02
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული