ცხადაძეს "ლელო" ახლახან ესაუბრა. ახლა ვეცდებით, ყურადღება გავამახვილოთ ბაქოს "ინტერის" მწვრთნელის იმ გამონათქვამებზე, რომლებიც ჩვენს ინტერვიუში არ ყოფილა.
"არენაში" საკმაოდ ვრცელი საუბარი შედგა, თუმცა ჩვენ მხოლოდ სანაკრებო თემაზე შევჩერდებით.
"ძალიან საპასუხისმგებლოა ნაკრების მწვრთნელობა და მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე შენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ეხება. თუ იქნება შემოთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, მზად ვარ, დავილაპარაკო.
აზერბაიჯანშიც ვიყავი იქაური ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ ბოლოს არჩევანი
...ჩათვალეთ, რომ "ინტერში" კონტრაქტის გარეშე ვმუშაობ. ასეთი ურთიერთობა მაქვს კლუბის მფლობელთან. რამდენჯერმე დავფიქრდი წასვლაზე. მან მითხრა - როცა ჩათვლი, რომ უნდა წახვიდე, ხელს არ შეგიშლიო. ეს ასეა, მაგრამ შუა გზაზე ჩემგან გუნდის მიტოვება არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება...
...თუ მე მოვალ ნაკრებში, აუცილებლად მექნება გარკვეული მიზანი, სტრატეგია... თუმცა მე არ ვარ ნაკრების მწვრთნელი მოცემულ მომენტში. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს თემურ ქეცბაია დაზარალდა. თუ მოვა სხვა და არ ექნება შედეგი, ისიც დაზარალდება.
...ჩემი მწვრთნელობის შემთხვევაში, იქნება ორი ძირითადი სქემა, რომლითაც გუნდი ითამაშებს. მე ვარ პოზიციური შეტევის მომხრე, მოკლე და საშუალო პასებით...
...რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა დღევანდელი სანაკრებო კონტინგენტით უკეთესი შედეგის მიღწევა. ვინც დათანხმდება მწვრთნელობას, ესე იგი, მას სჯერა, რომ ამ ფეხბურთელებით პროგრესი შესაძლებელია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ: კახა ცხადაძე: ...სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას მძაფრად!
-კარგი იქნებოდა ,თუ თანაშემწედ დევდარიანი დაინიშნება(ძირითადად მაინც 19წლის ბიჭებს მიხედოს აჯობებს)...
-მართალია ცხადაძე ,როცა ამახვილებს ყურადღებას ეროვნულ ჩემპიონატზე....ნაკრების მოთამაშეები ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაიზარდნონ და მერე თუ წაიყვანს ევროპული კლუბი(სად თამაშობენ ცეცაძის ასაკობრივის ფეხბურთელები?ვხედავთ მათ პროგრესს?თუ დაიკარგნენ....)
-და მართალია ცხადაძე,რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა საჭირო(სტადიონები ევროპული დონის!და არა შეღებილი ძველი საბჭოთა...) და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს!!!ფედერაციას თანამედროვე ევროპული დონის სტადიონისთვის საჭირო ფინანსები არასდროს არ ექნება!!!
ar sheuzliat magat tamashi da morcha.
farerebi ro gadagaswrebs reitingshi esegi araa eg sheni sporti.