სხვანაირად ვითამაშებთ! - კახა ცხადაძის პრესკონფერენცია და ვარჯიში [PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ, 24 მარტს, "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მასმედიის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც 15 წუთით ეროვნული გუნდის ვარჯიშსაც შევავლეთ თვალი...

პრესკონფერენციის დაწყებამდე კი ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ბოდიში მოიხადა გერმანიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვისას შექმნილი ხარვეზების გამო...

ამის შემდეგ საშუალება მოგვეცა, კახა ცხადაძისთვის ჩვენთვის საინტერესო კითხვები დაგვესვა.

ძალიან გთხოვთ, ნუ გავაგრძელებთ ამ თემას!..
- სრული შემადგენლობით პირველად დღეს საღამოს ვივარჯიშებთ,
- თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციის დასაწყისში. რამდენიმე მოთამაშე გუშინ (ანუ ორშაბათს - ავტ.) საღამოს შეუერთდა ნაკრებს. დრო ცოტაა და თითოეული წუთი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

- მზად იქნება თუ არა მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის ჯანო ანანიძე, რომელმაც ორშაბათს მსუბუქი ტრავმის გამო ვერ ივარჯიშა?
- დღეს (ანუ სამშაბათს - ავტ.) ჯანო ივარჯიშებს და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად, შეძლებს თუ არა მალტასთან თამაშს.

- გიორგი მერებაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამცირებულად გრძნობს...
- არა, ეს ასე არ არის. ჩვენ დავასახელეთ გაფართოებული შემადგენლობა. მერე ის შევკვეცეთ და მერებაშვილი ვერ მოხვდა ამ სიაში. გიორგის ექნება მომავალში შანსი და მჯერა, ის ამას გამოიყენებს. მერებაშვილს წარმატებებს ვუსურვებ.

- საინტერესოა, რა სქემას გამოიყენებს საქართველოს ნაკრები მალტასთან და გერმანიასთან შეხვედრებში?
- ჩვენ ორ ტაქტიკურ სქემას ვამუშავებთ. დღეს საქმე ასეა - ვეთამაშებით მალტას და ვფიქრობთ გერმანიაზე. დღეს დილასაც გვქონდა ვარჯიში. საათ-ნახევარი ვივარჯიშეთ, რომლის დროსაც, ძირითადად, ტაქტიკური ნიუანსები დავხვეწეთ.

- რატომ იჩენს ხოლმე თავს ნაკრებში ისეთი პრობლემები, რაც გიორგი მერებაშვილის შემთხვევაში მოხდა?
- ძალიან გთხოვთ, ნუ გავაგრძელებთ ამ თემას. ამ ეტაპზე, არ გამოვიძახეთ ეს ფეხბურთელი, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შანსი ყველას ექნება.

- კმაყოფილი ხართ თუ არა მზადების პროცესის მიმდინარეობით?
- გასათვალისწინებელია, რომ გუნდში ახალი მწვრთნელია, ახალია სათამაშო ფილოსოფიაც... მჯერა, ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე გაითავისებენ ჩვენს მოთხოვნებს.

- ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრები შემტევ ფეხბურთს?
- არანაირი სქემა არ არის იმის წინაპირობა, რომ გუნდმა მხოლოდ შემტევი ან მხოლოდ დაცვითი ფეხბურთი ითამაშოს. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორი მოწინააღმდეგე გყავს. მალტასთან ჩვენი თამაში სხვანაირი იქნება, ვიდრე გერმანიასთან. მალტასთან შევუტევთ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების განვითარება შეუძლია.

- ცოტა ხნის წინათ, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამბობდა, რომ ჩვენ არ გვყავს შემტევი ფეხბურთელები. ასე მოკლე დროში რა შეიცვალა?
- გვყავს შემტევი ფეხბურთელები და ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ.

- ამ ნაკრების თამაშში, წინასგან შედარებით, განსხვავებული შტრიხები თუ ექნება?
- ვარჯიშის სტილი შევცვალეთ, განსხვავებული იქნება თამაშიც. ჩვენი მიზანია, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

- მალტასთან ამხანაგურ მატჩში თქვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია?
- საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრაში შედეგზე ითამაშებს. ჩვენთვის თითოეული მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდეს.

ანანიძემ ვარჯიში ვერ ჩაამთავრა
საქართველოს ნაკრებმა გუშინ პირველად ივარჯიშა სრული შემადგენლობით, განსხვავებით ჯანო ანანიძისგან, რომელმაც წვრთნა ვერ ჩაამთავრა. სამაგიეროდ, ბოლომდე ივარჯიშა ბუბა დაუშვილმა, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აწუხებდა.

ძუნძულის შემდეგ ცხადაძემ საქმეში ჩართო ბურთიც, მერე კი გუნდი ორად გაყო და "ორკარა" ათამაშა.

ვარჯიშს, სხვებთან ერთად, შოთა არველაძეც დაესწრო. ის ეროვნულ გუნდს მალტა-გერმანიასთან ტრიბუნიდანაც უქომაგებს.

საქართველოსა და მალტის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა დღეს, "მიხეილ მესხზე", 21 საათზე დაიწყება.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალტის ნაკრების თავკაცი: თქვენ უფრო ძლიერი გუნდი გყავთ
მკითხველის კომენტარები / 5 /
გმერტმა ხელი მოგიმარტოს კახა მაგრამ რავქნა შენ გვერზე ცეცაზე საშინელებაა კატასტროფა
bachana
18:39 25-03-2015
0
Aleko kai raaa ra merebashvili nu caigebt exa tvins merebashvili ar ari is pexburteli vinc dgess erovnul gunds carmatebas moutans... sheileba svxebic ar arian mara merebashvili yvelaze zaan ar ari.
chala
19:15 25-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული