29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
"პირველ რიგში, მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს. პირველივე ტაიმში მოგვიწია ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენზე.
ძალიან გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რაც ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იყო.
მეორე ტაიმში შევეცადეთ ფეხბურთი გვეთამაშა
სამუშო ბევრი გვაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვუმატებთ. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის. ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით.
მეორე ტაიმი პოზიტიური იყო. ჩვენი თამაში არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მომენტებს ვქმნიდით.
სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა ვხედავ პოტენციალს და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ნაკრებს შეტევაში პოტენციალი არ აქვს.
ლაშა დვალის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ამისულაშვილს, მას ძმიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი", - თქვა ცხადაძემ.