კახა ცხადაძე: ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"პირველ რიგში, მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს. პირველივე ტაიმში მოგვიწია ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენზე.

ძალიან გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რაც ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იყო.

მეორე ტაიმში შევეცადეთ ფეხბურთი გვეთამაშა
და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით.

სამუშო ბევრი გვაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვუმატებთ. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის. ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით.

მეორე ტაიმი პოზიტიური იყო. ჩვენი თამაში არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მომენტებს ვქმნიდით.

სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა ვხედავ პოტენციალს და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ნაკრებს შეტევაში პოტენციალი არ აქვს.

ლაშა დვალის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ამისულაშვილს, მას ძმიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი", - თქვა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მეგობრებო, კახას არ ესწავლება თამაში და არც მწვრთნელობა. ასევე არ ესწავლებოდა თამაში და მწვრთნელობა ქეცბაიას, რომელიც ვთვლი, რომ ერთ ერთი უძლიერესი მწვრთნელია. მისი ტაქტიკა ის იყო, რომ გამოდიოდა არსებული რესურსებიდან, ანუ იმ თამაშს ათამაშებდა რაც მხოლოდ ფეხბურთელებს შეეძლოთ. გუშინ ნამდვილად შეიქმნა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი, მაგრამ ვერც ტექნიკურად, ვერც ფიზიკურად და ვერც სისწრაფით ვერ ივარგეს ჩვენებმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გუშინ ყველამ ვნახეთ თითქოს უფრო შეტევაზე ორიენტირებული ვიყავით, მაგრამ კარში ვერ დავარტყით, უფრო მეტიც, კარგ პოზიციაში მყოფი ფეხბურთელი პასს უკან აკეთებდა. არც ქეცბაია ეუბნებოდა ბურთი დაკარგეთო, ბურთი წესიერად არ მიიღოთო, იცით ალბათ ჩვენი ფეხბურთელების პასის მიღების და გადაცემის "ტექნიკა", როგორ "უზადოდ" აქვავებენ მიღებულ ბურთს და ა.შ. ჰოოოდაააა.... არც ცხადაძე ეუბნება პასი არ მიიღოთ წესიერად და სწრაფად არ გაიქცეთ წინო, მაგრამ რად გინდა? მოკლედ არც მალტასთან იყო ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიური ძვრები. გერმანიასთან მე პირადად ბევრს არაფერს ვითხოვდი, მაგრამ ყველაზე მეტად ის არ მესიამოვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს "ცოტათი" მაინც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით კარში არ დაგვირტყია, რეალური საფრთხე არ შეგვიქმნია საერთოდ, ჩვენი შემტევი ფეხბურთელი ბურთიდან 6-7 მეტრში იყო და მათი მცველი, რომელიც ბურთიდან 15 მეტრში იყო ის ასწრებდა ჩვენს შემტევს ბურთამდე სირბილში.
გულშემატკივარი
11:56 30-03-2015
0
ესპანეთთან ლამის ორჯერ გდავედით იმთ ნახევარზე და მაგას ეძახი "კინაღამ მოგებას"?!
ddd-s
11:23 30-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული