კახა ცხადაძე: ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

29 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"პირველ რიგში, მივულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს. პირველივე ტაიმში მოგვიწია ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენზე.

ძალიან გვიჭირდა ბურთის შენარჩუნება, რაც ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი იყო.

მეორე ტაიმში შევეცადეთ ფეხბურთი გვეთამაშა
და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით.

სამუშო ბევრი გვაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ მოვუმატებთ. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის. ჯობია წავაგოთ ფეხბურთის თამაშით, ვიდრე ანტიფეხბურთით.

მეორე ტაიმი პოზიტიური იყო. ჩვენი თამაში არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მომენტებს ვქმნიდით.

სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა ვხედავ პოტენციალს და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ნაკრებს შეტევაში პოტენციალი არ აქვს.

ლაშა დვალის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ამისულაშვილს, მას ძმიმე ტრავმა აქვს, კუნთი აქვს გაწყვეტილი", - თქვა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მეგობრებო, კახას არ ესწავლება თამაში და არც მწვრთნელობა. ასევე არ ესწავლებოდა თამაში და მწვრთნელობა ქეცბაიას, რომელიც ვთვლი, რომ ერთ ერთი უძლიერესი მწვრთნელია. მისი ტაქტიკა ის იყო, რომ გამოდიოდა არსებული რესურსებიდან, ანუ იმ თამაშს ათამაშებდა რაც მხოლოდ ფეხბურთელებს შეეძლოთ. გუშინ ნამდვილად შეიქმნა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი, მაგრამ ვერც ტექნიკურად, ვერც ფიზიკურად და ვერც სისწრაფით ვერ ივარგეს ჩვენებმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გუშინ ყველამ ვნახეთ თითქოს უფრო შეტევაზე ორიენტირებული ვიყავით, მაგრამ კარში ვერ დავარტყით, უფრო მეტიც, კარგ პოზიციაში მყოფი ფეხბურთელი პასს უკან აკეთებდა. არც ქეცბაია ეუბნებოდა ბურთი დაკარგეთო, ბურთი წესიერად არ მიიღოთო, იცით ალბათ ჩვენი ფეხბურთელების პასის მიღების და გადაცემის "ტექნიკა", როგორ "უზადოდ" აქვავებენ მიღებულ ბურთს და ა.შ. ჰოოოდაააა.... არც ცხადაძე ეუბნება პასი არ მიიღოთ წესიერად და სწრაფად არ გაიქცეთ წინო, მაგრამ რად გინდა? მოკლედ არც მალტასთან იყო ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიური ძვრები. გერმანიასთან მე პირადად ბევრს არაფერს ვითხოვდი, მაგრამ ყველაზე მეტად ის არ მესიამოვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს "ცოტათი" მაინც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით კარში არ დაგვირტყია, რეალური საფრთხე არ შეგვიქმნია საერთოდ, ჩვენი შემტევი ფეხბურთელი ბურთიდან 6-7 მეტრში იყო და მათი მცველი, რომელიც ბურთიდან 15 მეტრში იყო ის ასწრებდა ჩვენს შემტევს ბურთამდე სირბილში.
გულშემატკივარი
30 მარტი 2015 11:56
0
ესპანეთთან ლამის ორჯერ გდავედით იმთ ნახევარზე და მაგას ეძახი "კინაღამ მოგებას"?!
ddd-s
30 მარტი 2015 11:23
0
გიო შენისთანა მშიშრები და დედლები რო არიან მადლობა ღმერთს რო საერთოდ ვებრძოლეთ რუსეთს შენ კი ალბათ როგორც მამაშენი სახლშიც კი ჩაისვარეთ ალბათ ომის დროს
gaga
30 მარტი 2015 10:56
0
Eskaci veerraa. Qecbam espanetss kinaxam mougo da es izaxis lamazadd vitamashe da wavageo
ddd
30 მარტი 2015 09:46
0
ოქრიაშვილი კარგი ბიჭია, ჭანტურიაც მომეწონა, ყაზაიშვილი რატომ არ ათამაშეს? თავდასხმაში პოტენციალი გვაქვს. მართალს ამბობს ეს კაცი. დაცვაში მეტი პრობლემებია და ეს ორივე გოლის დროს გამოჩნდა
სტუმარი
30 მარტი 2015 09:37
0
დღეის შემდეგ დაიწყება მორიგი და ვინ მოსთვლის რიგით მერამდენე მწვრთვნელის გულისამრევი კრიტიკა და დამნაშავედ ცნობა რომ ჯიბეებს ისქელებს და ნაკრებისთვის არაფერს აკეთებსო ანუ როგორაც ქეცბაიასთან მოიქცნენ იგივე მოხდება იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ძალად ბრმები ვართ და გვინდა ასეთები ვიყოთ გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ისინი ვინც გუშინ თავმოჭრილი ქათმებივით დარბოდნენ წინ და უკან არავითარი პოტენციალი არ გააჩნიათ უბრალოდ ითამაშონ ფეხბურთი და მათ ვერც ქეცბაია ვერც ცხადაძე და ვერც მიქელ გაბრიელი დაეხმარება ასე რომ ერთხელ და სამუდამოდ გავანებოთ ამ ფეხბურთს თავი და მივხედოთ იმ სპორტს სადაც შეგვიძლია მართლა რამე ვაკეთოთ რაგბს და კალათბურთს დაჭიდაობას ვგულისხმობ იქ ჩადოს სახელმწიფომ ფინანსები
ლელა კაკულია
30 მარტი 2015 08:15
0
Guli Ar dagtskdet bichebo,germaniastan tamashi ukve prestjia,dges Ara xval mougebt!!!!
momaval chveniaaaa
30 მარტი 2015 05:28
0
შენ ამას თამაშს ეძახი? შენც ნაციონალი ყოფილხარ? სადაც რუსეთთან ომში გამარჯვება დაგვაჯერეს იქ გერმანიასთანაც არ გაგიჭირდებათ რუსთავი 2 თუ დაგიდგათ გვერდში.
gio
30 მარტი 2015 01:40
0
Unda vendot saqartvelos da mivcet shansi gaxdnen metad mondomebulebi,vugulshematkivrod da mjera tvitonac gagvaxareben!
carmatebebi
30 მარტი 2015 01:33
0
ქეცბაიას შეეწირა ყველა შანსები...ესა ყველაზე მეტად სამწუხარო.
დამარცხება ერთია მაგრამ როცა მინდორზე თავისუფალი ხალხია და არა მწვრთნელისაგან დაშინებული, შეტევაზე არ წახვიდეო,ეს უკვე სულ სხვა რამაა.
გუადუა
30 მარტი 2015 01:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული