[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: არ არის გამორიცხული, დავით სირაძე გამოვიძახო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ გუნდში ნაკრების ბომბარდირი, დავით სირაძე გამოიძახოს.

როგორც კახა ცხადაძემ განაცხადა, მან მის ხელთ არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს და არ უნდა დაელოდოს, როდის წამოიზრდება მომავალი თაობა.

"სირაძე მოქმედი ფეხბურთელია. თქვენ თუ დააკვირდით, არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ასაკს. მე აუცილებლად ჩავალ და ვნახავ დათოს თამაშებს. დამიჯერეთ, გეფიცებით, მაქსიმალურად შედეგისთვის უნდა ვითამაშოთ.

ტყუილი არ მიყვარს. მოვიდოდი და ვიტყოდი, რომ მინდა 3 ან 5 წელი, რომ ნაკრებში გამოძახებული ბავშვები გავზარდო და მერე მომთხოვეთ
პასუხი-მეთქი. არ ვარ ამის მომხრე. ტყუილია, დღევანდელი რესურსი რაც არის, ის უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ არ არის გამორიცხული, იგივე სირაძე, დვალი, გამოვიძახოთ ნაკრებში და გამოვიყენოთ. ცუდი სიტყვაა "გამოვიყენოთ", მაგრამ კარგი გაგებით ვამბობ. ისინი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნისთვის", - განაცხადა ცხადაძემ Sportall.ge-სთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან დავით სირაძე ერთადერთია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, რვა გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 9 ივნისს უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 13 ივნისს კი, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი პროგრესულად მოაზროვნე მწრთვნელი, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული ნუ რა გამოვა ეგ მეორე საკითხია. მარა კრიტიკოსებს რა გამოლევს ბებრები რომ შეყარა და ასე შემდეგ მაგრამ ახალგაზრდები და პერსპექტული ბიჭები რას იზავენ გაიზრდებიან და მერე ითამაშებენ??? აქ კი გამოცდილებას მიირებენ???? მაშინ ვიყოთ ასე მუდამ გაახალგაზრდავების ეტაპზე და ვუყუროთ მათ. შედეგი მკიდია ქეცბაიას ჯინზე ლამაზი ფეხბურთი ათამაშე კახა. სენი იმედი გვაქვს

11111
12:52 29-05-2015
0
შენ გენაცვალე,ეს ცხოვრება ერთნაირად გვესმის,"გამოყენება" ძალიან ცუდი სიტყვაა.
CHERO
00:35 29-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული