მუნდიალი 2018: საქართველო VI კალათაში - ასე არასოდეს დავცემულვართ...

AutoSharing Option
25 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე კი რუსეთი პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

ევროშესარჩევ ციკლში მოვლენები ასე განვითარდება: 52 ნაკრები გადანაწილდება 9 ჯგუფში. შეიქმნება 7 ექვსგუნდიანი და 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი. გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 მეორეადგილოსანი კი ოთხ საპლეიოფო წყვილს შექმნის.

ევროპის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო პლეი ოფები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

კალათები 9 ივლისს
გამოქვეყნებული ფიფას რეიტინგის მიხედვით შედგება, თუმცა ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება - საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად, მეექვსე კალათაში იქნება.

ცვლილებები არც სხვა ნაკრებებს შეეხებათ.

ნაკრებები კალათების მიხედვით ასე არიან გადანაწილებულნი:

პირველი კალათა:
გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;
მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;
მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;
მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;
მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;
მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
არ დაგვავიწყდეს,ყაზახეთს და მალტას ჩვენთან მონაგები აქვს, სან მარინოსთან და ანდორასთან ჯერ არ გვითამაშია, ხოლო საკლუბო დონეზე ყაზახეთის გუნდები მუდმივად გვიგებენ.რასაც ვთესთ, იმას ვიმკით.
Merabi
18 ივნისი 2015 19:44
0
აი არველაძეთა შედეგი,და კიდე რომ არ გრცხვენიათ მთელი ფედერაციის ნაცთა სექტას, ეხლა მაინც გადადექით უსირცხვილნო.
ქართლო განრისხებული ქუთაისიდან
18 ივნისი 2015 14:33
0
მოდი საერთოდ არ გამოვიდეთ რა ჯობია!!! არა იმიტომ რომ აზრი არ აქ არა, ფეხბურთელები რა კლუბებშიც თამაშობენ ასეთი უარყოფითი შედეგი არ უნდა გვქონდეს ლოგიკურად, შევხედოთ ფარერებს ნეტა ეგრე გვივარდებოდეს ჩვენც თამაშები, მათ მაგივრად მე მცვხენია ასეთი კატასტროფული შედეგის!! ბოლოს და ბოლოს შენი ქვეყნის ღირსებას იცავ და არეკადრება საქართველოს!!!!
svani_7
18 ივნისი 2015 13:02
0
მეექსე კალათაში კი არა ნაგვის ურნაშია მაგათი ადგილი!
საღოლ ბიჭები!საღოლ დომენტი!საღოლ არველაძეები!
18 ივნისი 2015 12:46
0
აი ეს არის შედეგი იმ წარმატების რასაც 4 წელი ასე გვახვევდნენ თავს, ჩვენ მეექვსე კალათაში და ფარერები მეოთხე კალათში, სირცხვილია რა. ალბათ იდეალური ვარიანტი იქნება ჯგუფში უელსი, ისლანდია, ალბანეთი, ფარერები, მოლდოვა და საქართველო, იქნებ ასე მაინც რამეს მივაღწიოთ
mefe333
18 ივნისი 2015 12:37
0
მე პ[ირადად მიხარია საერთოდ კალათაში მაინც რომ მოვხვდით.
G
18 ივნისი 2015 12:35
0
ალბანეთი მესამეში, ფარერები მეოთხეში, მოლდოვა მეხუთეში და ჩვენ??? ვაიი, ვააი...
Giv
18 ივნისი 2015 12:30
0
1)უელსი
2)ისლანდია
3)ალბანეთი
4)ფარერები
5მოლდოვა
6)საქართველო
აი ასეთი ჯგუფი გვინდა რა, ხო შეიძლება მოხდეს სასწაული :)
Giv
18 ივნისი 2015 12:29
0
სირცხვილი ... რცხვენოდეთ "ფღბურთელებს"
...........
18 ივნისი 2015 12:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული