ცხადაძის დროული ნაბიჯი - ერთიანი სანაკრებო სქემა და შანსი ყველასთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უახლოეს მომავალში (სავარაუდოდ, 30 ივნისს) ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს შეხვდება.

ამ შეხვედრისას ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაისმება - საქართველოს ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა უნდა გამოიყენოს ის 2-3 ტაქტიკური სქემა, რომელსაც ეროვნული გუნდი იყენებს ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩებისას.

ამაში უცნაური არაფერია - ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეა აწყობილი საფეხბურთო პირამიდა.

არის კიდევ ერთი სიახლე - ცხადაძე აპირებს, კვირაში ერთხელ შეკრიბოს და ავარჯიშოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გამორჩეული ფეხბურთელები. ესეც, ვფიქრობთ, უდავოდ მისასალმებელი ფაქტია.

ეროვნული გუნდის თავკაცს
უნდა, რომ ქვეყნის პირველ გუნდში კონკურენციამ მოიმატოს.

საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ - ეს აუცილებლად იქნება დიდი სტიმული ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებისთვის.

გეხსომებათ, თავის დროზე, საქართველოს ნაკრების არგენტინელ მწვრთნელ ექტორ კუპერს ჰქონდა ეს ნოვაცია და ეს იყო ლამის ერთადერთი დადებითი რამ, რაც მისი ქართული მოღვაწეობიდან გვახსოვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ცადი ბიზია ეროვნულის ტაქტიკას მიხედე და მერე ურჩიე სხვას რიგირუნდა იტამაშის
vako
29 ივნისი 2015 22:12
0
მთავარია შედეგი იყოს კარგი და როგორ იმუშავებს მისი საქმეა
ემზარი
29 ივნისი 2015 17:50
0
ალბათ მალე დაიწყება აღორძინება ქართული ფეხბურთისა
მურთაზი
29 ივნისი 2015 17:39
0
100%ით ვეთანხმები კახას. და მეტიც კვირაში ერთი შეკრება კი არა სამჯერ უნდა შეკრიბო და თამაში ასწავლო, იქ გამოჩნდება ვის უნდა თამაში და ვის ფული და გართობა. ყველამ, ვინც კი ეროვნულ ნაკრებშია და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს, მათთვის ფული კიარა ღირსება უნდა იყოს მთავარი, თვითოეულმა კეთილი ინებოს, არ დაიშუროს ჯანი და ენერგია რომ ამოგვიყვანოს ამ სირცხვილიდან. უნდა იცოდნენ რომ ისინი ხალხს ეკუთვნიან და არა თავის თავებს, ფულზე საერთოდ არ უნდა იყოს ლაპარაკი და ვისაც ესე არ აწყობს, დაახვიოს, მოგვცილდეს, ჩვენ მას არ მივიღებთ. დროა უკვე დათმონ მატერიალური და სინდის-ნამუსზე იფიქრონ. ამოვიდა ყელში ამათი სირობები, მარიაჟი. ბმვ-ზე და სიმდიდრეზ მერე იფიქრონ როცა დაიმსახურებენ.
Levan
29 ივნისი 2015 16:54
0
კარგია კახა მივესალმები ყველა ასაკობრივმა ნაკრება ერთი ტაქტიკით და სტილით უნდა ითამაშოს და შედეგი აუცილებლად იქნება.ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო.მაგრამ არაუშავს სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
ziko81
29 ივნისი 2015 16:12
0
მივესალმები კახას გადაწყვეტილებებს,ეს ძალიან წაადგება როგორც,ეროვნულ ნაკრებს ისე ჩემპიონატს.
ziko
29 ივნისი 2015 16:02
0
იგივე სხვა მწვრთნელებსაც უნდა გაეკეთებინათ!

მეორე ნაკრები კონკურენციას უფრო გაზრდის და ამხანაგური თამაშებისთვის სხვისი ხვეწნა აღარ დაგჭირდებათ!!!!
გუჯა კახაძე
29 ივნისი 2015 15:05
0
მარტო შეკრება არ უშველის, უნდა შეიქმნას "ბ" ნაკრები და მანაც და პირველმა ნაკრებმაც რაც შეიძლება ბევრი ამხანაგური მატჩი უნდა ითამაშონ. წელიწადში 2-2 თამაშით არაფერი გამოვა 10-10 ამხანაგურს თამაშობენ ხოლმე ნორმალური ნაკრებები
შაკო
29 ივნისი 2015 14:31
0
მარტო შეკრება არ უშველის, უნდა შეიქმნას "ბ" ნაკრები და მანაც და პირველმა ნაკრებმაც რაც შეიძლება ბევრი ამხანაგური მატჩი უნდა ითამაშონ. წელიწადში 2-2 თამაშით არაფერი გამოვა 10-10 ამხანაგურს თამაშობენ ხოლმე ნორმალური ნაკრებები
შაკო
29 ივნისი 2015 14:31
0
საგოლ მმ :D :D :D
Ilia
29 ივნისი 2015 13:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული