როცა ფეხბურთის თამაში გინდა, მაგრამ... საქართველოს უგუნდოთა ნაკრები

AutoSharing Option
ამ წერილის დაწერა დღეს ქართულ ფეხბურთში შექმნილმა ურთულესმა ვითარებამ გვიკარნახა. საიდუმლო არავისთვისაა: ქართული ფეხბურთი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა უფსკრულთან და არც ასეთი სუსტი პირველობა გვქონია.

უნდა შევთანხმდეთ: ასეთ დროს ქართულ ფეხბურთს, ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი უგუნდოდ იყოს.

იმთავითვე განვსაზღვროთ - ეს ბიჭები არ ითხოვენ "ოქროს მთებს". მათი ერთადერთი სურვილია, რომ ფეხბურთი ითამაშონ. მხოლოდ რამდენიმე ისეთ ფეხბურთელზე ვიტყვით, დღეს რომ უგუნდოდ არიან. მართალია, ზოგიერთი მათგანი საქართველოს ჩემპიონატში თამაშს უარობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში,
ასე არაა.

მანამდე ვისურვებდით ერთს: ამ ბიჭების უგუნდოდ ყოფნას ბოლო მალე უნდა მოეღოს, რადგან მათი უმრავლესობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატია...

ალეკო ამისულაშვილი (32 წლის)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის მომავალი, სავარაუდოდ, უახლოეს 2-3 დღეში უნდა გაირკვეს. ამისულაშვილი ახლოს იყო გორის "დილაში" გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. არის თბილისის "დინამოს" ინტერესიც. ამისულაშვილთან დაკავშირებით ახსენეს მისი ყოფილი კლუბი ბაქოს "ინტერი" და, ასე განსაჯეთ, ქობულეთის "შუქურაც"...

გია გრიგალავა (25 წლის)
ეროვნულ გუნდს უთამაშებლობის გამო ჩამოშორდა. ახლა ის "ცხინვალთან" ერთად ემზადება და სასურველ წინადადებას ელის. თუ არაფერი გამოჩნდა, ალბათ, ცუდი არ იქნება, თუ ცხინვალელებს ევროპალიგაზე დაეხმარება.

დავით სირაძე (33 წლის)
გამოცდილი ფორვარდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს. "დაჩიადან" დაბრუნების შემდეგ მისი მსურველი ჯერ არ ჩანს. ტენდენცია ჯერაც ისეთია - როგორც ჩანს, ქართველი მწვრთნელები, პირველ რიგში, პასპორტში იყურებიან.

ჯაბა დვალი (30 წლის)
საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი საუკეთესო ბომბარდირი ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი შენაძენი უნდა იყოს. ერთი ეგაა, დვალის გადაბირების მოსურნე კლუბს გარკვეული თანხის (საუბარი არ არის დიდ ფულზე) გადახდა მოუწევს კიშინიოვის "დაჩიასთვის".

ოთარ ხიზანეიშვილი (33 წლის)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს შეუძლია ფეხბურთის თამაში და მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბოლო დროს "ზესტაფონში" გარჯისას, როცა უმოკლეს დროში აღიდგინა სათამაშო ფორმა და გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. წესით, მისი დამატება საქართველოს ჩემპიონატის ბევრ კლუბს წაადგება.

ლაშა სალუქვაძე (33 წლის)
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კანდიდატი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქართული კლუბისთვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა მისი სამსახური.

დავით თარგამაძე (25 წლის)
ასეთ ასაკში ფეხბურთელს ვერაფრით მოვუწონებთ დონეცკის "შახტარის" დუბლებში მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშს. შესაძლოა, მისი კარიერისთვის ამ ეტაპზე უკეთესიც კი იყოს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება და კარიერის თავიდან აწყობა...

რევაზ თევდორაძე (27 წლის) 
მეკარეს უთამაშია არაერთ ქართულ კლუბში, აზერბაიჯანსა და ლატვიაში. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი.

გიორგი ფოფხაძე (28 წლის)
საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და არაერთ უცხოურ გუნდშიც. თანაბრად ძლიერია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ბოლოს პოლონურ "იაგელონიაში" იყო, სადაც გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიგო.

თორნიკე გორგიაშვილი (27 წლის)
თავის დროზე, "ზესტაფონში" თამაშისას, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახლდათ. ბოლო დროს მოუკლო, თუმცა ისეთ ასაკშია, რომ კიდევ შეუძლია, ძველ დონეს დაუბრუნდეს.

შესაძლოა, რომელიმე ფეხბურთელი გამოგვრჩა, მაგრამ ვინც ჩამოვთვალეთ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არც ესენი უნდა დაიკარგონ.

კიდევ ერთხელ ვამბობთ - საამისო ფუფუნება, უბრალოდ, არ გვაქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები!
სახელმწიფო დაფინანსებით გაკეთდეს უმაღლესი ლიგისთვის უგუნდოთა კლუბი, სადაც შეიკრიბებიან მხოლოდ საუკეთესო ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ფეხბურთელები. ისინი სტაბილურად მიიღებენ ანაზღაურებას 2000 ლარის ოდენობით, კვირაში ერთხელ აუცილებლად ჩააბარებენ ტესტს ფიზიკურ მომზადებაში და კერძო კლუბებიდან დაელოდებიან მიწვევას. ოფიციალური თამაშებისთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვდებიან ფიზიკური ტესტის უკეთესად ჩამბარებლები.
მწვრთნელები ხელფასის ნაცვლად მიიღებენ სოლიდურ პრემიებს მხოლოდ მოგებული თამაშის შემთხვევაში.
ასე ქართული ფეხბურთის დონე უფრო სწრაფად ამაღლდება, უგუნდო ფეხბურტელებიც აღარ გვეყოლებიან და საუკეთესო მწვრთნელებიც ერთად მოიყრიან თავს!!!!
გუჯა კახაძე
01 ივლისი 2015 14:28
0
ამათ ფეხბურთი არ უყვართ და არც ფეხბურთის თამაში უნდათ, მხოლოდ ფული აინტერესებთ და ამიტომ არიან უგუნდოთ.
555
01 ივლისი 2015 10:10
0
ეგენი სუყველა რო გადაადნო ერ


თ საშვალო ფეღბურთელსაც ვერ მიიგებ!
bobi
01 ივლისი 2015 00:33
0
რაც ადრე იყო ისეა ახლაც, ის ფიფას რეიტინგი სისულელეა და მეტი არაფერი. ვერც ადრე ბრჭინავდნენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე და ვერც ახლა, ახლა კიდევ უფრო ქნეს რაღაც. ისე კარგი იქნება თუ გაკეთდება სტატია რმელ წელს რა შედეგი დაგო ქართულმა კლუბებმა და მანდ გამონდება რეალურად ახლა მივუახლოვდით უფსკრულს თუ დიდი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ.
giorgi
30 ივნისი 2015 17:52
0
არა და თარგამაძე ამათში ყველააზე ნიჭიერია მაგრამ ამავე დროს ყველაზე უტვინო
joni
30 ივნისი 2015 17:28
0
ამ ფეხბურთელებზე არცერთი ქართველი გუნდები არ იტყოდა უარს,მაგრამ თვითონ ამბობენ უარს დაა.........
Tamriko
30 ივნისი 2015 16:58
0
რატო რა დამსახურებისთვის რომელმა მოიგო უეფას თუ ჩემპიონთა თასი გაუშვით სახლში ამათ მომატების პოტენციალი არცერთს არა ააქვს და მაგათ დინეზე წესით ახალგაზრდებმაც უნდა ითამაშონ თუ მწვრთნელი ყავთ წესიერი და ფეხბურთელობა უნდათ.
კახა
30 ივნისი 2015 16:40
0
Es fexburtelebi gadanawildnen europashi moaspateze gundebshi da gaadzlieron,gaaformon ertwliani xelahekruleba da naxevar weliwadshi tu gunds monaxaven urtiertshetanxmebis sapudzvelzr gawyviton,evropa ligis jgufshi ro moxvdes kartuli gundi 2milions miigebs plius yoveli etapis dadzlevis puli, 2 milion 300 atasi evro minimum,es ukve 5milion larze metia,daarigon milionnaxevari premiebshi,da rac darchebat hunds moaxmaron.
luk
30 ივნისი 2015 16:36
0
თავიანთი ბრალია, განსაკუთრებით ული მწყდება თარგამაძეზე და გრიგალავაზე.

ნრბისმიერი ქართული კლუბი სიხარულით მიიღებს თუ იკადრებენ...
ქომაგი
30 ივნისი 2015 16:32
0
ამ ჩამონათვალიდან, უმეტესობას გაგონებაც არ უნდა საქართველოში თუნდაც დროებით დაბრუნებაზე და ჩვენი კლუბებისთვის კატასტროფულ თანხებს ითხოვენ, თარგამაძეს მაღალ ანაზღაურებაზეც კი არ სურს ჩამოსვლა, ამ სიიდან ეს თარგამაძეს და ამისულაშვილს ეხებათ სხვებს ნაკლებად.
giosvani
30 ივნისი 2015 16:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული