საქართველო-შოტლანდია [სავარაუდო შემადგენლობები]

AutoSharing Option
4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში შოტლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.


ბრიტანული წყაროების და თამაშის წინ შექმნილი სიტუაციის მიხედვით, შევეცდებით, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები შემოგთავაზოთ.

საქართველოს ნაკრები
კახა ცხადაძის გუნდი 5 მცველით თამაშობს, რომელთაგანაც ორი ფლანგისაა და მხოლოდ დაცვითი ფუნქციებით არ შემოიფარგლება, სამი კი ცენტრალური მცველია. წინ ოთხი ნახევარმცველია (ორი საყრდენი და ორი შემტევი) და ფორვარდი.

ვინაიდან გიორგი ლორია ჯერ კიდევ უგუნდოდაა, კარში, სავარაუდოდ, ნუკრი რევიშვილს ვიხილავთ. ფლანგის მცველები იოლი გამოსაცნობი უნდა იყოს - მარჯვნივ
უჩა ლობჟანიძე
, მარცხნივ - გიორგი ნავალოვსკი, ცენტრალური მცველები - საბა კვირკველია, ალეკო ამისულაშვილი და გურამ კაშია.

საყრდენი ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე და კაპიტანი ჯაბა კანკავა, შემტევები - თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი. მხოლოდ მინიმალურია შანსი, რომ ანანიძემ და ყაზაიშვილმა პოზიციები გაცვალონ, რადგან ბოლოს მწვრთნელი ანანიძეს უფრო საყრდენად ათამაშებს. წინ ცენტრფორვარდი ლევან მჭედლიძე იქნება.

საქართველო (სავარაუდო): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ნავალოვსკი - ანანიძე, კანკავა - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი - მჭედლიძე.

შოტლანდიის ნაკრები
გორდონ სტრაჩანი 4-2-3-1-სა და 4-4-2-ს შორის ერთ-ერთს აირჩევს. სავარაუდოდ, უფრო 4-4-2-ს მივანიჭებთ უპირატესობას, რადგან სკოტებს ძალიან სჭირდებათ სამი ქულა და ორი ფორვარდით შეუტევენ.

კარში მარშალი იდგება, დაცვის ხაზი მარჯვნიდან მარცხნივ - ჰატონი, მარტინი, მალგრეუ, უიტაკერი ან ფორსიტი ან სულაც რობერტსონი. მოკლედ, მარცხენა მცველზე სტრაჩანს მოსაფიქრებელი აქვს.

ნახევარმცველები: მელონი, ბრაუნი, მორისონი და ანია, წინ კი სტივენ ფლეტჩერისა და სტივენ ნეისმითის დუეტი.

შოტლანდია (სავარაუდო): მარშალი - ჰატონი, მარტინი, მალგრეუ, უიტაკერი - მელონი, ბრაუნი, მორისონი, ანია - ს. ფლეტჩერი, ნეისმითი.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 20:00-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხუთი მცველი ბევრია,ნახევარდაცვაში გვჭირდება ხალხი,თორემ ბურთს ვერ ვაკონტროლებთ და თამაში სულ ჩვენს ნახევარზე მიდის.წარმატებები ნაკრებს
burnuta
04 სექტემბერი 2015 18:43
0
მიდით ბიჭებო,ვიღაცისთვის ხომ მაინც უნდა ვიყოთ უხერხული მეტოქე
jaba
04 სექტემბერი 2015 18:39
0
რა შემადგენლობაა მსოფლიოს აოცებენ ნამდილი მგლები არიან!))
lelo
04 სექტემბერი 2015 17:42
0
მაგალითად მე ვაწაძეს მივანიჭებდი უპირატესობას,ეს ჩემი აზრია......
bacho
04 სექტემბერი 2015 17:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული